30.03.2022

გაქვთ სურვილი 90-იანი წლების პირადი ვიდეოარქივი ციფრულ ფორმატში გადაიტანოთ?

გაქვთ ძველი, პირადი ვიდეოარქივი, გადაღებული 1990 - 2003 წლებში, და გაქვთ სურვილი, გადაიტანოთ ის ციფრულ ფორმატში? სამხრეთ კავკასიური მულტიმედია პლატფორმა Chai Khana გთავაზობთ ვიდეომასალის უფასო გაციფრულებას, რაც ვიდეო მოგონებების სანდოდ დაარქივების საშუალებას მოგცემთ. წლების განმავლობაში, ძველი ვიდეოკასეტები ცვდება და ამიტომ, ჩვენ გვინდა, რომ შევქმნათ ახალი ვიდეოარქივი, რომელიც 90-იანების გამოცდილებას შემოინახავს.

 

ახალგაზრდა რეჟისორი ანა ჯაფარიძე მასალის გარკვეულ ნაწილს თავის ფილმში გამოიყენებს, რომელსაც ის Chai Khana მედიისთვის ამზადებს.  

 

თუ გაქვთ სურვილი გაგვიზიაროთ თქვენი ვიდეო არქივი, დაგვიკავშირდით მეილზე videotaro@gmail.com და მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, ტელეფონის ნომერი და რეგიონი). 


ფოტო: გიორგი როდიონოვი/Chai Khana

 

ბოლო სიახლეები