11.12.2020

ფილმმა „ისევ გვესტუმრე, პაპა“/ "Come Again, Grandpa" უხანის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა!

ჰოვანეს იშხანიანის ფილმი, რომელიც Chai Khana-სთვის მომზადდა“ გარგრის ხის უხანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთ-ერთი კატეგორიის გამარჯვებულია და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში უხანის საზოგადოებრივი საბჭოს პრიზი მოიგო.

ფილმი ეხება ბიჭსა და პაპას შორის ოდესღაც არსებულ თბილ ურთიერთობას, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უფრო და უფრო იძაბება. ჰარუტ ხაჩატურიანი, რომელიც 78 წლის ასაკში ხუთჯერ იყო დაქორწინებული, სომხეთის დედაქალაქში, ერევანში, თავისივე აშენებულ დიდ სახლში ცხოვრობს. ის დღედაღამ შრომობს იმისათვის, რომ შვილიშვილი, ჰოვანეს იშხანიანი, მიხმარებაში დაითანხმოს. არადა, ჰოვანესი ოდესღაც მისი ანარეკლი იყო, მაგრამ რატომღაც ერთმანეთს ჩამოშორდნენ.

რამდენიმეწლიანი გაუცხოების შემდეგ, ჰოვანესი – უკვე შემდგარი კაცი და კინორეჟისორი – იღებს გადაწყვეტილებას, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, პაპასთან ურთიერთობა უნდა გამოასწოროს. ის უკავშირდება ჰარუტს, რომელიც ცხოვრების, ოჯახური ისტორიებისა და გაუცხოების მიზეზების გაგებაში ეხმარება.

ბოლო სიახლეები