08.12.2020

„About a Father” / „მამის შესახებ“ DokuBaku-ს საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა

თოღრულ მუსას ფილმი „მამის შესახებ“ DokuBaku- საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა! ეს არის პრაღის დოკუმენტური კინოინსტიტუტის მიერ დაწესებული ჯილდო, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რჩეულ დოკუმენტალისტებს გადაეცემა.

გამარჯვებული ფილმის რეჟისორი დაჯილდოვდა ერთწლიანი თავისუფალი ადგილით აღმოსავლეთის ვერცხლის ბაზარზე და აკრედიტაციით აღმოსავლეთის დოკუმენტური პლატფორმის ღონისძიებაზე პრაღაში, რომელიც ცენტრლური და აღმოსავლეთ ევროპის კინორეჟისორებისთვის ყველაზე დიდ ინდუსტრიულ ღონისძიებას წარმოადგენს.

ფესტივალის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ DokuBaku- ვებგვერდს: https://www.dokubaku.az/

ბოლო სიახლეები