27.01.2025

თავისუფლება მზიას, თავისუფლება სინდისის პატიმრებს

დამოუკიდებელი მედიების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“, დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი, მე-16 დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

 

მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.  „ბათუმელების" ცნობით, ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს,  მზია ამაღლობელმა სილა არაერთგზის შეურაცხყოფის შემდეგ გააწნა.

 

ამაღლობელს ბრალი „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით წაუყენეს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას გულისხმობს. მას აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მზია ამაღლობელი პოლიციას არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს.

ბოლო სიახლეები