Chai Khana launches Chai Docs, a new division committed to creative documentaries!

Chai Docs ვიზუალური თხრობის მედია პლატფორმა Chai Khana-ს ფარგლებში 2025 წელს შეიქმნა. მისი მიზანი სამხრეთ კავკასიის რეგიონში საავტორო დოკუმენტური კინოს წარმოებაა. 

 

Chai Khana დეკადაზე მეტია, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს განსხვავებული პერსპექტივით აშუქებს. ასეულობით ჟურნალისტისთვის, ფოტოგრაფისთვის და დოკუმენტალისტისთვის ეს პლატფორმა თანაარსებობის სივრცედ ჩამოყალიბდა, სადაც ის ამბები იყრიან თავს, რომლებიც რეგიონის ბედს განსაზღვრავენ.    

 

სხვადასხვა მედიუმში მუშაობის მიუხედავად, დოკუმენტური კინო Chai Khana-ს უნიკალურ ფორმატად იქცა, რომელმაც ეტაპობრივად მისი იდენტობაც გამოძერწა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ახალი ინიციატივისთვის დაგვედო სათავე, რომელიც დოკუმენტური კინოს ფორმატს კიდევ უფრო ამდიდრებს. Chai Docs-ის სახელით მოკლე ფორმატებთან ერთად, სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ვაწარმოებთ და კინოდოკუმენტალისტებთან თანამშრომლობით სამხრეთ კავკასიის დროებას უნიკალური პერსპექტივით ავსახავთ. წარმოების პარალელურად, Chai Docs ფილმების ციფრულ და საფესტივალო დისტრიბუციაზე მუშაობს. 

 

დღევანდელ კონტექსტში, როცა თავისუფალ მედიას ყველგან საფრთხე ემუქრება და ნამდვილი და ყალბი ამბავი ძნელი გასარჩევია, გვჯერა, რომ დოკუმენტური კინო მოვლენებისგან დისტანცირების და რეფლექსიის შესაძლებლობას ქმნის.

 

INSTAGRAM | FACEBOOK


 

ბახმარო 2050 

რეჟისორი: ანკა გუჯაბიძე 

 

ფილმი ეძღვნება ბახმაროს ბუნების, ჰაერის, სულის გადარჩენას.

 

2024 წლის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების კონკურსში ფილმმა ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა.

 

 


მამა, გამჟღავნებული 

რეჟისორი: ელენე ბურჭულაძე

 

Მას შემდეგ, რაც მამის გადაღებულ გაუმჟღავნებელ ფირებს აღმოაჩენს, ელენე გარდაცვლილი მამის დახმარებით, მისთვის საკრალური ფილმის პროექტზე მუშაობას იწყებს.

 

2024 წლის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში ფილმმა მთავარი ჯილდო „ოქროს პრომეთე” მიიღო.

ფილმი ასევე შეირჩა Short Film Corner | Rendez-vous Industry-სთვის, რომლის ფარგლებშიც ელენეს შესაძლებლობა ჰქონდა 4 დღის განმავლობაში დასწრებოდა ინდუსტრიულ პროგრამას კანში. 

 

 


მარგანეცს შეწირული სოფელი

ავტორი: მარიამ ნიკურაძე, დავით თამაზაშვილი

 

სოფელი შუქრუთი, ჭიათურის რაიონის სხვა სოფლების მსგავსად, მარგანეცის მოპოვების შედეგად ინგრევა და ქრება. ხუთი წელია ამ სოფელში მცხოვრები ადამიანები მძიმე ყოფას აპროტესტებენ, მაგრამ ამ დრომდე მათ ვერც ადგილობრივი და ვერც ცენტრალური ხელისუფლების ყურადღება ვერ მიიქციეს. 

 

ფილმი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის 2024 წლის გამარჯვებული გახდა სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში საუკეთესო სიუჟეტის კატეგორიაში. ფილმი ასევე მოხვდა One World Media-ის ჯილდოს შესარჩევ სიაში ისეთი გამოცემების გვერდით, როგორიცაა The Guardian, Al Jazeera, Financial Times და CBC Docs.

 


 

მეგობარი ციხეში, მე - ციხესთან

რეჟისორი: მარი გულბიანი 

 

და-ძმის პროტესტი ციხის გარეთ, მეგობრობის, თავისუფლების, სოლიდარობის სანიმუშო ამბავს ჰყვება.

 

 

ბოლო სიახლეები