05.02.2021

Chai Khana media.code: Chai Khana ციფრული და მედიაწიგნიერების ახალ პროგრამას იწყებს!

ეთნიკური კონფლიქტებით დაზარალებულ კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ციფრული რესურსების ნაკლებობით გამოწვეულ ბარიერებზე კონფლიქტის მკვლევარები დიდი ხანია საუბრობენ. აღნიშნული პრობლემა ნაცნობია Chai Khana-სთვისაც, რომელიც COBERM-ის, ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ერთწლიან პროექტს იწყებს. ციფრული და მედიაწიგნიერების პროექტი მიზნად ისახავს უპასუხოს კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდების საჭიროებებსა და ინტერესებს.

 

ციფრული და მედია წიგნიერების პროექტი გათვლილია კონფლიქტით დაზარალებულ ქართველ, ოს, და აფხაზ ახალგაზრდებზე. პროექტის მიზანია ციფრული კომუნიკაციის და ციფრული მედიის წარმოებისთვის საჭირო უნარების განვითარება, ახალგაზრდული პროფესიული ქსელისა და სასარგებლო რესურების ბაზის შექმნა, რომელსაც პროექტის მონაწილეები სამომავლოდაც გამოიყენებენ. პანდემიის გათვალსწინებით ზუსტი გეგმის განსაზღვრა რთულია, თუმცა ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ პროექტის აქტივობები შერეული ფორმატით ჩატარდება. ის გულისხმობს, როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ კონსულტაციებს სასწავლო პროგრამის დაგეგმევის ეტაპზე, რომლის მიზანია მონაწილეთა ინტერესების, საჭიროებების და მათთვის ხელმისავწდომი რესურსების გამოკვეთა. ინდივიდუალური კონსულტაციების შემდეგ გაიმართება 3-5 დღიანი ინტერაქტიული სესიები, სადაც მონაწილეებს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას პროფესიონალი ინსტრუქტორები გაუზიარებენ.

 

ინტენსიური შეხვედრების ჩარჩო სამ მთავარ კომპეტენციას ეფუძნება: 1. რა უნდა ვიცოდეთ ციფრული მედიის შესახებ? 2. ციფრული მედიის კრიტიკული ანალიზის უნარები 3. ციფრული მედიის გამოყენება პირადი და პროფესიული წარმატებისთვის. სესიების თემებიდან აღსანიშნავია ფოტოგრაფია, ვიდეგოგრაფია, გრაფიკული დიზაიანი, მედია და ინფორმაციული წიგნირება, პროგრამირება, სოციალური მედიის მართვა, ციფრული კომუნიკაციები და ა.შ. ინტენსიური მომზადების შემდეგ, მონაწილეები იმუშავებენ მათთვის ყველაზე საინტერესო მედია პროექტებზე.

 

Chai Khana-ს გუნდი მოუთმენლად ელოდება მონაწილეობის მსურველ ახალგაზრდებს. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის ხელმძღვანელს სალომე აფხაზიშვილს : salome.apkhazishvili@chaikhana.media

ბოლო სიახლეები