04.06.2021

ანა ძიაპშიპასა და მანო სვანიძის ნამუშევრების გამოფენა ფესტივალის "გაცვლა 2021" ფარგლებში

თუ ბათუმში ხართ, არ გამოტოვოთ  Chai Khana-ს ავტორების: ანა ძიაპშიპასა და მანო სვანიძის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც ფესტივალის "გაცვლა 2021" ფარგლებში ტარდება.
 
თანამედროვე ხელოვნების სივრცე ბათუმში  6 ივნისს, 15:30 საათიდან გიმასპინძლებთ.
 
მე მქონდა ცარიელი ადგილი - ანნა ძიაპშიპა
 
ხუთი წამის წესი - მანო სვანიძე
 

 
ფესტივალი InterchanGE „გაცვლა“ - არის ბათუმი ფოტოდღეების ახალი სახელი, რომელიც ბათუმში 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება.
 
2021 წლის ღონისძიების თემაა FRAGILE „ფაქიზი“. კონცეფცია, რომელიც ეხება გლობალურ თემებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა. ღონისძიებები ყოველ დღე 15 საათიდან 22 საათამდე გაიმართება, გამოფენები კი აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.
 
სრული პროგრამის სანახავად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://www.facebook.com/events/277696517382957/?ref=newsfeed
ბოლო სიახლეები