სახელის მიღმა: ანდრო დადიანის პორტრეტი

01.04.18
საქართველოში სექსუალურ უმცირესობებს ხშირად ჩაგრავენ, ზიანს აყენებენ და თავს ესხმიან უცხო ადამიანები, თანამშრომლები, მეგობრები და ოჯახის წევრები. მსგავსი დისკრიმინაციის გამო ლგბტ ჯგუფის ბევრი წარმომადგენელი განიცდის შიშს და იძულებულია დამალოს საკუთარი იდენტობა ჯგუფის წევრებთანაც კი. გეი პოეტი და პერფორმერი, 25 წლის ანდრო დადიანი, ერთ-ერთია იმ ქართველთაგან, რომლებიც საკუთარი ვინაობის დასამალად ფსევდონიმებს იყენებენ. დადიანი ამბობს, რომ მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა 2013 წლის 17 მაისს განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც სამღვდელო პირების ხელმძღვანელობით შექმნილი ჯგუფი თავს დაესხა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი გამართულ აქციის მონაწილეებს. ლექსებისა და პერფორმანსების ნარატივების შექმნისას დადიანი ხშირად იყენებს მსგავს მოგონებებს. ჰომოსექსუალების სოციალური წნეხის ქვეშ მოქცევა, საკუთარი იდენტობის გამოვლენის შიში და ახლობლების გაუცხოების გრძნობა გახლავთ ის თემები, რომლებიც მის პოეზიასა და პერფორმანსებში რეგულარულად მეორდება. ეს მოკლე დოკუმენტური ფილმი ასახავს ანდრო დადიანის მოგონებებს ჰომფობიის შესახებ და გვაჩვენებს თუ როგორი გავლენა მოახდინა მან პოეტისა და პერფორმერის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.