გოგონა “მოგზაური კამერით”

02.06.21
ანას ბავშვობა და თინეიჯერობა აფხაზეთში, გალის რაიონში, სტერეოტიპებთან ბრძოლას უკავშირდება. 17 წლის გოგო ერთადერთ გასართობს ფოტოგრაფიაში პოულობს და მისი აღქმაც სამყაროს მიმართ მალევე იცვლება. ფიქრებს, ემოციებს, წუხილს მხოლოდ ფოტოების დახმარებით გამოხატავს და არასდროს ბეზრდება სრულიად მარტოს ქალაქში კამერით ხეტიალი. ჩაკეტილი საზღვრის გამო, თბილისში ნაყიდმა კამერამ მასთან თვეების დაგვიანებით ჩააღწია. ანასგან განსხვავებით, მისი ფოტოები სოციალურ ქსელში ბევრს მოგზაურობენ. გოგონა “მოგზაური კამერით” იზოლაციაში მყოფი თინეიჯერის გამოწვევებით სავსე ყოველდღიურობაზე გვიყვება.