მისი საკუთარი ცხოვრება

36 min.

მისი საკუთარი ცხოვრება

19.06.19

ნუნუ ცერებრალური დამბლის დიაგნოზით დაიბადა, 39 წელი სვანეთის სოფელში, დიდი ოჯახის განსაკუთრებულ მზრუნველობასა და იზოლაციაში გაატარა. ნუნუ ოჯახს ტოვებს და საცხოვრებლად სრულიად მარტო მიდის თბილისში...ცდილობს თავი დაიმკვიდროს როგორც ქალმა და იპოვოს საქმე, რომლითაც თავს ირჩენს. ფილმი "მისი საკუთარი ცხოვრება" ასახავს ზრდასრული ქალის თავდაუზოგავ სწრაფვას გამოსცადოს და შეიგრძნოს ყველაფერი, რისგანაც მთელი 40 წელი მონდომებით იცავდნენ.