თქვენი შეკვეთა გზაშია
თქვენი შეკვეთა გზაშია
შეკვეთის მიმღები აპლიკაციების მიღმა, კურიერის მძღოლები, რომლებსაც სახეზეც ვერ ვცნობთ, თავიანთი ტრადიციული როლიდან გამოდიან და სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლას იწყებენ.
პანდემიის დროს, კურიერების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამ ინდუსტრიას ათასობით ახალი კურიერი შეუერთდა. თუმცა, როგორც კი მათ სამუშაოზე მოთხოვნა გაიზარდა, დამსაქმებელმა კომპანიებმა ბონუსებისა და წახალისების სისტემები შეცვალეს, რის გამოც მძღოლები ფინანსურად დაზარალდნენ.
ბრძოლა, რომელიც უკეთესი შრომის უფლებების მოთხოვნით დაიწყო, მალევე გადაიზარდა კოლექტიურ მოძრაობაში, სადაც კურიერებს ქვეყნისთვის მნივშნელოვან სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებში აქტიური როლი უნდა შეესრულებინათ. ამ უნიკალური საპროტესტო კულტურის ჩამოყალიბებისა და სოლიდარობის მაგალითების შესახებ, ხუთი კურიერი პერსონალურ გამოცდილებას გვიზიარებს.