დღე და ღამე

46 min.

რეჟისორი: ნინო გოგუა

დღე და ღამე

15.09.22

ფილმი "დღე და ღამე" 57 წლის მარტოხელა ქალის ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდზე გვიყვება. დიანა დაბადებიდან უსინათლოა და დაბადებიდან მებრძოლი. მიუხედავად ყოველდღიური გამოწვევებისა, დიანა მზადაა, გაგვიზიაროს, როგორია უსინათლო ქალის ცხოვრება იმ სტერეოტიპული მოლოდინებისა და სტიგმის მიღმა, რომელიც ასე გავრცელებულია ჩვენ გარშემო.

ფილმი მომზადებულია როგორც თვალხილული, ისე უსინათლო მაყურებლისთვის. ფილმის მთხრობელის - ამავე დროს, რეჟისორის ხმა - არის გიდი უსინათლო აუდიტორიისთვის - მთავარი გმირის გარემოს უკეთ აღასაქმელად, და გიდი თვალხილული მაყურებლისთვის - იმაზე მეტის გასაგებად, ვიდრე კადრში ჩანს.