ბუნდოვანი სიზმარი

ფოტოგრაფი: ილკინ ჰუსეინოვი

23.02.23

გაფრთხილება: ფოტო-ესეი შეიცავს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ მძიმე კადრებს და შესაძლოა, უსიამოვნო სანახავი იყოს.

კაცობრიობის დასაბამიდან ადამიანები მომავალზე ფიქრობდნენ.

ფილოსოფოსები და ფუტურისტები მომავალს თავიანთი მოლოდინებიდან და წინასწარმეტყველებიდან წარმოიდგენდნენ და ძირითადად, შეზღუდულ, სუბიექტურად შერჩეულ ინფორმაციას ეყრდნობოდნენ. 

Მოგვიანებით ეს შეიცვალა, რადგან ადამიანებს დიდ მონაცემებთან წვდომის შესაძლებლობა გაუჩნდათ, რაც მათ მომავალს შედარებით უფრო ზუსტად ანახებდათ და მოვლენების სიმულაციის უფრო მეტ საშუალებასაც აძლევდათ. 

ეს ვიზუალური მასალა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეიქმნა, ტექსტის- გამოსახულების ტექნოლოგიით. Მისი დახმარებით უახლოესი მომავლის ვიზუალურად გამოსახვა ვცადე, რომლის წარმოდგენა ისეთი რთული, როგორიც დღეს არის, არასოდეს ყოფილა. ყველა ჩვენი შიში და იმედი მიმდინარე ომთან კავშირშია. 

ეს პროექტი ასახავს რუსეთ-უკრაინის ომის სავარაუდო შედეგს. ეს პროგნოზი ეყრდნობა ინტერვიუებს, ექსპერტებისგან მოპოვებულ ინფორმაციას და ჩემს მოსაზრებებს.

ეს იყო გამანადგურებელი ომის წელი. 

ომის შედეგები მთელმა მსოფლიომ გამოსცადა, მაგრამ განსაკუთრებით მათ, ვინც ფრონტის ხაზთან ახლოს ცხოვრობდა.

უკრაინულმა არმიამ ნელ-ნელა დაიბრუნა ოკუპირებული ტერიტორიები.

Ამასობაში, რუსეთის არმიამ და რუსულმა ელიტამ გააცნობიერა, რომ ომი, ნებისმიერ შემთხვევაში, წაგებულია.  

Რუსეთის არმიაში შიდა კონფლიქტები მატულობს.

ამის შემდეგ, მალევე, დემოტივირებული რუსეთის არმიის პირობებში, უკრაინის არმიამ თავისი ოკუპირებული ტერიტორია გაათავისუფლა და საზღვრიდან მოშორებით, ბუფერული ზონა შექმნა.

ომი როგორც იქნა დასრულდა.

უკრაინის ქალაქებში ხალხი გამარჯვების აღსანიშნავად ქუჩებში გაიქცა.

ომი დამანგრეველი აღმოჩნდა რუსეთისთვის. ეკონომიკა ჩამოიშალა და ქვეყანაში მასობრივი პროტესტი დაიწყო.

Საპროტესტო აქციების პირველ დღეებში ასობით ათასი ადამიანი დააპატიმრეს და აწამეს. ამჯერად რეპრესიებმა, ისე როგორც დაგეგმილი ჰქონდათ, არ იმუშავა. პირიქით, პროტესტის კიდევ უფრო დიდი ტალღა გამოიწვია.

Პრეზიდენტმა პუტინმა მთელი ძალაუფლება და ავტორიტეტი დაკარგა და ქვეყნიდან გაიქცა.

დაპატიმრებული მომიტინგეები და პოლიტიკოსები გაათავისუფლეს.

ამის შემდეგ, მალევე შეიქმნა დროებითი მთავრობა, რომელმაც სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია