მევიოლინე აფხაზეთიდან

ავტორი: მარიამ უგრეხელიძე
15.12.15
გამოცემა: მიგრაცია

ვაჟა ჩუბინიძე აფხაზეთის ფილარმონის დირექტორი და მევიოლინე, ახლა თბილისის

ერთერთ გარეუბანში ცხოვრობს. მან უარი თქვა სოხუმის დატოვებაზე ომის პერიოდში

და 27 სექტმებრამდე, ანუ ქართული ჯარის საბოლოო დამარცხებამდე ფილარმონიაში

რეპეტიციებს ატარებდა. აფხაზი მეომრების ქალაქში შესვლის შემდეგ, ვაჟა იძულებული

გახდა სოხუმი სვანეთის გზით დაეტოვებინა და ჭუბერის უღელტეხილი გაევლო,

რომელსაც დღეს სიკვდილის გზასაც ეძახიან. 6 დღე-ღამე ყინვაში ფეხით სიარულის

შემდეგ მევიოლონემ მოახერხა ბარში ჩამოსვლა, შემდეგ კი თბილისში გამგზავრება. მისი

ოჯახის წევრები ცოლი და 2 წლის შვილი აფხაზეთიდან ომის დაწყებამდე რაჭაში

გამეგზავრნენ, ამიტომ ვაჟამ გზა სოხუმიდან თბილისამდე მარტომ გაიარა. ახლა

აფხაზეთის ფილარმონიის ყოფილი დირექტორი ერთერთ რესტორანში, ყოველ საღამოს

ვიოლინოზე უკრავს.

 


 

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში ომი დაიწყო. კონფლიქტის ოფიციალური მხარეები

საქართველოს მთავრობა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა იყვნენ, თუმცა

რუსეთის როლი კონფლიქტის გაღვივებაში საკმაოდ დიდი იყო. ომი 13 თვესა და 13

დღეს გაგრძელდა. საბოლოოდ ქართველებმა დათმეს პოზიციები და იძულებულები

გახდნენ უკან დაეხიათ, ბრძოლაში გამარჯვება აფხაზებმა მოიპოვეს.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია