ქალაქი-მოჩვენება
ქალაქი-მოჩვენება
„მიუხედავად იმისა, რომ უძველესი ქალაქია, თბილისი ჩემთვის მაინც ახალგაზრდული, შთამაგონებელი სულისკვეთებით გამოირჩევა. ეს არის უნიკალური კონტრასტებით სავსე სივრცე – ქალაქი, რომელიც თავისუფალია და ზოგჯერ მეამბოხედაც გადაიქცევა ხოლმე,“ – ამბობს გულარ აბასოვა, რომელმაც საქართველოს დედაქალაქში წელიწად-ნახევარი სტუდენტის სტატუსით იცხოვრა.
მოკლე პოეტურ ფილმში აბასოვა თბილისის ადამიანურ გარემოს უჩვეულო გზებით წარმოაჩენს: მხოლოდ ხმებს, განათებებსა და ჩრდილებს იყენებს, თბილისის ფორმას გამოკვეთს და ქმნის ქალაქის პორტრეტს, რომელიც სიხარულს, სევდასა და მისტიკას კონტრასტულად ასახავს.
„აქ ჩრდილში თითქმის არაფერი რჩება და არც იკარგება. ამ ქალაქთან კომუნიკაცია ძალიან მარტივია,“ – აღნიშნავს გულარი.