უსაფრთხო ზონა

უსაფრთხო ზონა

05.05.20

მე იმ თაობიდან ვარ, ომის დროს რომ დაიბადა, ჩაკეტილ და იზოლირებულ საზოგადოებაში. მე არ გამომიცდია აზერბაიჯანელებისა და სომხების თანაცხოვრება. შესაბამისად, არც მოგონებები შემომრჩა ამ დროიდან. ამ ურთიერთობებზე ჩემი და ჩემი თაობის წარმოდგენები საზოგადოებამ, სკოლამ და მედიამ განსაზღვრა. სანამ თბილისში წავიდოდი, სიტყვები “მტერი” და “აზერბაიჯანი” სინონიმები მეგონა.
ეს ამბავი ამ ორი ქვეყნის ხალხზეა, რომლებიც ერთმანეთს მხოლოდ მესამე ქვეყანაში შეიძლება შეხვდნენ, გულწრფელად ილაპარაკონ, მოუსმინონ ერთმანეთს და იმეგობრონ კიდეც.