მარინას სოფელი

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში კონფლიქტებმა და სწრაფმა სოციალურ-პოლიტიკურმა ცვლილებებმა  საგრძნობლად იმოქმედა საქართველოს სოფლის მოსახლეობაზე.

მარინა კოკოევა ერთადერთი ოსი ქალი დეპუტატია, რომელიც ფონის თემში დარჩენილი მოსახლეობის ინტერესებს წარმოადგენს ლაგოდეხის რაიონულ საკრებულოში და ცდილობს, მათი საცხოვრებელი გარემო უკეთესობისკენ შეცვალოს. 

საქართველოში ამომრჩეველთა 53% ქალია. მიუხედავად ამისა, ქალები უკიდურესად მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილი ადგილობრივი ხელისუფლების რიგებში.

2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიხედვით მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივ საკრებულოებში დეპუტატების მხოლოდ 11%-ა ქალი.