თვალსაზრისი
01.17.2017
ხაშურიდან ზესტაფონში დღეში ორჯერ ორვაგონიანი მატარებელი დადის. მას ადგილობრივები ‘მასტეროვოი’-ს ეძახიან. ეს სახელი ძველი დროიდან შემორჩა, როგორც რკინიგზის მუშების გადამყვან მატარებელს. თუმცა რკინიგზელების გარდა, ‘მასტეროვოის’ ადგილობრივი მოსახლეობა - იმერეთის მთიანი ხეობის მაცხოვრებლები გადაჰყავს. უმრავლესობისთვის ეს მატარებელი ძირითადი, ზოგიერთისთვის კი ერთადერთი ტრანსპორტია. ამ რაიონში რკინიგზის ლიანდაგი მთავარი სასიცოცხლო არტერიაა. დასაქმებული ხეობაში ცოტაა, მათი უმრავლესობა რკინიგზაზე მუშაობს.