ჩვენ შესახებ
Chai Khana არის მედია რეალობაზე, რომელიც უფრო კომპლექსურია, ვიდრე ახალ ამბებში ჩანს. სიღრმისეული სტატიების, ფოტო ისტორიების და თვალსაზრისის საშუალებით ვცდილობთ, საქართველოში მიმდინარე სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ცვლილებები ავსახოთ და ქვეყანაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები აუდიტორიას სხვადასხვა პერსპექტივით დავანახოთ.
Chai Khana, როგორც ვიზუალური მულტიმედია პლატფორმა, 2015 წელს შეიქმნა და ამბებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამივე ქვეყნიდან — საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან — დეკადაზე მეტი ჰყვებოდა. ამ სულისკვეთებით შეძლო Chai Khana-მ განსხვავებული პერსპექტივის და თხრობის ფორმების დამკვიდრება. ჩვენმა სტატიებმა, ფოტო ისტორიებმა და დოკუმენტურმა ფილმებმა სამივე ქვეყანაში ათასობით მკითხველი და მაყურებელი იპოვა.
ეტაპობრივად Chai Khana საქართველოზე ფოკუსირებულ მედიად ტრანსფორმირდა, რომელსაც ქართულ მედიაგარემოში განსხვავებული იდენტობა აქვს. ჩვენ ვცდილობთ მედიის ტრადიციული ფორმატი და ღირებულებები შევინარჩუნოთ და ამავდროულად ფეხდაფეხ მივყვეთ იმ ციფრულ ტენდენციებს, რომლებიც ტექნოლოგიური რევოლუციის დროებაში აუდიტორიის ქცევას განსაზღვრავენ.
Chai Khana სიმართლის, დამოუკიდებლობისა და თანაარსებობის იდეის მხარეს რჩება.
___________________________
Chai Khana-ს დოკუმენტური კინოს მემკვიდრეობას აგრძელებს Chai Docs-ი, ორგანიზაცია, რომელიც სამხრეთ კავკასიაში შემოქმედებით, სრულ და მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ კინოს წარმოებას და გავრცელებას უჭერს მხარს.
კონტაქტი
თანამშრომლობა და პრესა
info@chaikhana.media
დონორები და პარტნიორები
გუნდი
ლიკა ანთაძე
დირექტორი
მარიამ ჯაჭვაძე
რედაქტორი
სონა სიმონიანი
ვიდეო პროექტების მენეჯერი (სომხეთი)
ნატალი ჩხარტიშვილი
აღმასრულებელი ასისტენტი
ელენე ხაჭაპურიძე
რედაქტორი
წესები და პირობები
წესები და პირობები
ვებგვერდი მუშაობს ქვემოთ მოცემული წესებისა და პირობების შესაბამისად. თქვენი მხრიდან ამ ვებგვერდის გამოყენება ნიშნავს თქვენს თანხმობას, დაიცვათ ქვემოთ ჩამოთვლილი პირობები. თუ არ ეთანხმებით რომელიმე მათგანს, გთხოვთ, არ გამოიყენოთ ეს ვებგვერდი.
ზოგადი წესები და განმარტებები
თუ თქვენ გადაწყვეტთ, ისარგებლოთ Chai Khana-ს რომელიმე ციფრული პროდუქტით, რომელიც რეგულირდება მომსახურების ამ პირობებით, ესე იგი, თქვენ თანახმა ხართ, დაიცავთ ყველა ეს წესი და პირობა.
ჩვენ შეგვიძლია, ნებისმიერ დროს შევცვალოთ, დავამატოთ ან ამოვიღოთ მომსახურების პირობები, მათ შორის, ნებისმიერი ფუნქციის, მონაცემთა ბაზის ან მასალის ხელმისაწვდომობა.
ცვლილებები ძალაში შედის ვებგვერდზე მათი გამოქვეყნებისთანავე.
ვებგვერდის ყოველი გამოყენების წინ მომსახურების პირობების გადახედვა თქვენი პასუხისმგებლობაა.
მასალის გამოყენების პირობები
ვებგვერდზე გამოქვეყნებული ყველა მასალა განკუთვნილია თქვენი პირადი, არაკომერციული გამოყენებისთვის.
ყველა გამოქვეყნებული მასალა (ტექსტი, ფოტო, ილუსტრაცია, აუდიო-ვიდეო მასალა) დაცულია საავტორო უფლებებით და ეკუთვნის Chai Khana-ს ან მასალის მომწოდებელ მხარეს.
თქვენ არ გაქვთ უფლება შეცვალოთ, გამოაქვეყნოთ, გადასცეთ, გადაამუშაოთ, გაავრცელოთ ან სხვა ფორმით გამოიყენოთ მასალა მთლიანად ან ნაწილობრივ ჩვენგან წერილობითი ნებართვის გარეშე.
ნებართვის მისაღებად მოგვწერეთ მისამართზე: support@chaikhana.media
Chai Khana-ს მასალების გამოყენებისას, აუცილებელია, მიუთითოთ Chai Khana-ს ვებგვერდის ბმული და მასალის ავტორი/ები.
მესამე მხარის ბმულები
მომსახურება შეიცავს ბმულებს მესამე მხარის ვებგვერდებზე, რესურსებსა და რეკლამებზე.
Chai Khana არ აკონტროლებს, მხარს არ უჭერს და პასუხს არ აგებს ამ გარე რესურსების შინაარსზე.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
Chai Khana არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი, საიდენტიფიკაციო კოდი: 405324493. ეს პირი აგროვებს და ამუშავებს მონაცემებს ვებგვერდისთვის www.chaikhana.media.
პრინციპები და მიზნები
ჩვენ ვაცხადებთ, რომ დავიცავთ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას და არ გამოვიყენებთ მათ უკანონოდ.
მონაცემებს ვამუშავებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ჩვენ ვიყენებთ ორგანიზაციულ, ტექნოლოგიურ და ფიზიკურ გარანტიებს თქვენი ინფორმაციის დასაცავად.
ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს შევცვალოთ კონფიდენციალობის პოლიტიკა.
ცვლილებები ძალაში შედის ვებგვერდზე მათი გამოქვეყნებისთანავე.
ვებგვერდის ყოველი გამოყენების წინ კონფიდენციალობის პოლიტიკის გადახედვა თქვენი პასუხისმგებლობაა.
მონაცემთა შეგროვება და დამუშავება
საკონტაქტო ინფორმაცია: ჩვენ ვაგროვებთ თქვენს სახელს, გვარს და ელ-ფოსტის მისამართს ისეთ სერვისებზე რეგისტრაციისას, როგორიცაა დონაცია და სიახლეების გამოწერის (newsletter) სერვისები.
ფინანსური მონაცემები: გადახდების დასამუშავებლად ჩვენ ვაგროვებთ გადახდის ინფორმაციას, მათ შორის, ინფორმაციას შესრულებული ტრანზაქციების შესახებ და ტრანზაქციების დეტალებს.
ავტომატური მონაცემები: ჩვენ აღვრიცხავთ მონაცემებს სერვისების გამოყენების შესახებ — ინფორმაციას იმ გვერდების შესახებ, რომლებსაც ესტუმრეთ და მათზე დაყოვნების დროს. ასევე, ვაგროვებთ ინფორმაციას მოწყობილობის ტიპის, ბრაუზერის და ენის შესახებ. ეს მონაცემები არ გვაძლევს მომხმარებლის იდენტიფიცირების საშუალებას.
დამუშავების მიზანი
ინფორმაციას ვიყენებთ ვებგვერდის სერვისებით სარგებლობისა და ნავიგაციის გასაადვილებლად.
მონაცემები მუშავდება საწესდებო მიზნების განსახორციელებლად და ორგანიზაციული ვალდებულებების შესასრულებლად.
მონაცემებს ვიყენებთ დონაციების ეფექტიანი მართვისთვის.
შენახვა და ვადები
თუ კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი, პერსონალური მონაცემები შეიძლება შეინახოს და დამუშავდეს ზემოაღნიშნული მიზნების განსახორციელებლად საჭირო დროით ან იმ დრომდე, სანამ თქვენ უარს არ განაცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
თქვენი უფლებები
გაქვთ უფლება, მოითხოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს.
შეგიძლიათ მოითხოვოთ წვდომა თქვენს მონაცემებზე და მათი ასლების მიღება.
გაქვთ უფლება, მოითხოვოთ მონაცემების დაბლოკვა, გასწორება, განახლება ან წაშლა, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, ან მოპოვებულია კანონის საწინააღმდეგოდ.
შეგიძლიათ უარი თქვათ მონაცემთა დამუშავებაზე, თუმცა, თუ მონაცემები აუცილებელია სამართლებრივი ვალდებულებებისთვის, შესაძლოა, ვერ დავაკმაყოფილოთ თქვენი ეს მოთხოვნა.
საკონტაქტო ინფორმაცია
კითხვების შემთხვევაში, ან უფლებების სარგებლობისთვის დაგვიკავშირდით:
support@chaikhana.media