ხელით დათვლილი ელექტრონული არჩევნები საქართველოში

07.10.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ელექტრონულად ჩატარება ხმის ინტერნეტის მეშვეობით მიცემას არ გულისხმობს, შესაბამისად, საარჩევნო უბანზე მისვლა მაინც მოგიწევთ. ელექტრონულ აპარატებთან ერთად ხმებს კომისიის წევრებიც დათვლიან, კვლავ არაფერი იცვლება საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ემიგრირებული ამომრჩევლისთვის. არჩევნებში ჩართული მხარეები აცხადებენ, რომ წლების განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებულ გამოწვევებს ელექტრონულად ხმის მიცემა ვერ აგვარებს, რიგ შემთხვევებში კი, პრობლემებს უფრო ამძაფრებს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რას ცვლის ელექტრონული არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის?