06.23.2020
პურის ფქვილის გარეშე დარჩენის შიშიც იმ დროიდანაა, საიდანაც აზერბაიჯანელებს, ქართველებივით, კრიზისში მოქცევის ჩვევები გამოჰყვათ. პანდემიამ პოსტსაბჭოთა ადამიანებში 90-იანების შიშები ამოატივტივა. ხალხმა ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად, პურის ფქვილი და მაკარონი მოიმარაგა. საქართველოში მზის პანელებიც კი გაიყიდა, როგორც ჩანს, ვიღააცეებს ისევ სიბნელეში დაბრუნების შეეშინდათ. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე, ოცდაათამდე ადამიანი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში სახლებიდან გველაპარაკა.