01.06.2021
პედოფილია სასულიერო პირებში, რუსეთიდან წამოსული საფრთხეები, არაეფექტიანი დასავლური დიპლომატია, განათლება და თანაბარი უფლებები ქალებისთვის - ამ თემებზე სტატიების კითხვა დღეს არავის უკვირს, თუმცა, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები არტისტები ამ საკითხებზე საუკუნის წინ სატირული ჟურნალების გვერდებზე საუბრობდნენ. უფრო მეტიც, ზოგიერთი პოლიტიკური კარიკატურა, რომლის ავტორები 1900-იან წლებში აზერბაიჯანელი, ქართველი და სომეხი არტისტები არიან, გაცილებით კრიტიკულია, ვიდრე ის ნამუშევრები, რომლებსაც თანამედროვე მედიაში შეხვდებით.