მიშო ანთაძე
ავტორის ისტორიები
კინემატოგრაფიასა და ეთნომუსიკაში ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნოთ, გადავწყვიტეთ უფრო ახლოს მოგვესმინა სოფლის ხმები და ერთი დღე საქართველოს აღმოსავლეთის სოფლებში - ზინობიანსა და ჩანთლისყურეში გავატარეთ, სადაც ვესაუბრეთ ადგილობრივებს და ჩავწერეთ ბგერები.
ხმები საქართველოს სოფლებიდან
სასაფლაო გარდაცვლილისთვის განკუთვნილი განსასვენებელია, თუმცა ამ ადგილს ცოცხალი ადამიანისთვის უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე გარდაცვლილისთვის. რადგან იგი ჭირისუფალს შესაძლებლობას აძლევს შეასრულოს სამგლოვიარო რიტუალი და გამოხატოს პიროვნების ხსოვნისადმი პატივისცემა. გარდაცვლილის გლოვა ახლობლების მიერ, ის უნივერსალური კოდია, რომელიც ყველა კულტურასა და აღმსარებლობაში დევს. ქუთაისის ებრაელთა სასაფლაო ერთ-ერთი ადგილია, რომელმაც შემოგვინახა ქართველ ებრაელთა ხსოვნა. იგი წმინდა სამების ქუჩაზე მდებარეობს და ქრისტიანული სასაფლაოსგან კედლით არის გამოყოფილი.