საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 1994 წლიდან 2017 წლამდე 98 796 ბავშვი დაიბადა დევნილთა სტატუსის მქონე ოჯახში. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ამ ოჯახებში დაბადებული ბავშვები ავტომატურად ითვლებიან დევნილებად, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ დაბადებულან და უფრო მეტიც, იქ არასდროს უცხოვრიათ. ბევრმა მათგანმა აფხაზეთის შესახებ მხოლოდ მშობლების მონათხრობიდან იცის. მათთვის აფხაზეთი შორეული და ბსტრაქტულია.
ავტორები
თეონა ჩაკვეტაძე
თეონა ჩაკვეტაძე ჟურნალისტია, რომელიც თბილისში სხვადასხვა მედია საშუალებებისთვის მუშაობს. იგი ონლაინ მედია ტაბულას ჟურნალისტი იყო. ამჟამად ჩაკვეტაძე Eco Film-ის ასისტენტ პროდიუსერია. შავი ზღვის უნივესიტეტის(Black Sea University) ამერიკისმცოდნეობის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ (2011-2015), ჩაკვეტაძე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის მაგისტრატურის სტუდენტი გახდა (2016-2018).
ავტორის ისტორიები
დევნილობა მემკვიდრეობით
გელა მოსიაშვილი 50 წელია საქართველოს რკინიგზაში ელექტრომექანიკოსად მუშაობს. სმენიდან სმენამდე მისი ყოველდღიურობა თითქოს ერთფეროვანი და მოსაწყენია. სტიმულს და მოტივაციას, ასაკის მიუხედავად, მოგზაურობაში პოულობს და ამით სიბერის მიმართ საზოგადოების სტერეოტიპულ დამოკიდებულებასაც არღვევს.