მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური
10.22.2018
ნანა ცხადაძესთვის ომი უცხო არ არის. 44 წლის სერჟანტი ერაყში სამხედრო ექიმად მსახურობდა. 2008 წლის ომში კი, ცხინვალში ფრონტის წინა ხაზზე დაჭრილ სამხედროებს დახმარებას უწევდა. გამოცდილების მიუხედავად, ბევრი ქართველისთვის ცხადაძის სამხედრო მოღვაწეობა ქალისთვის შეუფერებელი საქმეა. საქართველოში არსებული გენდერული სტერეოტიპების თანახმად, მშობლები კვლავ ეუბნებიან საკუთარ ვაჟებს, რომ ისინი, როგორც კაცები ძლიერები და მამაცები უნდა იყვნენ, ხოლო გოგოები - კეთილები და მზრუნველნი.