11.05.2018
პანკისის ხეობაში ჰესის ხადორი 3 მშენებლობის წინააღმდეგ რამდენიმე საპროტესტო აქცია ჩატარდა.
ადგილობრივი მოსახლეობა ფიქრობს, რომ ჰესი, რომლის აშენებაც მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე იგეგმება, რეგიონისთვის და მისი მოსახლეობისთვის ზიანის მომტანი იქნება. მას განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა ექნება გარემოზე და ტურიზმის განვითარებას შეუშლის ხელს.
ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის წინააღმდეგ გამოხატული პროტესტი ქვეყანაში ერთადერთი არ არის, თუმცა პანკისის ხეობისთვის მას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ის დემონსტრაციაზე მეტია, რადგან საზოგადოებაში მნიშვნელოვან ცვლილებებზე, კერძოდ კი, ქალის წამყვან როლზე მიანიშნებს.
უხუცეს კაცთა საბჭო, რომელიც პანკისის ხეობაში ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტია, საპროტესტო აქციებს აღარ ესწრება და ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამოსვლებს მხარს აღარ უჭერს.