მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური
02.09.2015
დავით სერგეენკო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, აცხადებს, რომ „C ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოში უკანასკნელი პაციენტის განკურნებამდე გაგარძელდება“. უახლესი პრეპარატი „ჰარვონი“, რომელიც განკურნების, თითქმის, 100%-იანი ალბათობით გამოირჩევა, გასულკვირას საქართველოში ჩამოვიდა. თამთა თვალავაძე იმყოფებოდა C ჰეპატიტის მედიკამენტების საცავში და შეხვდა პროგრამაში ჩართულ პაციენტებს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ.