ამბავი
09.11.2019
შიში, რომ კარგი დედა არ ხარ, ცუდად ყოფნის წამყვანი სიმპტომია ქალებში. ფსიქიატრთა სამეფო კოლეჯის გზამკვლევის თანახმად, პოსტსამშობიარო დეპრესია ნებისმიერ ქალს შეიძლება დაემართოს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნიდან ხარ, რა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაქვს, არც იმას, თუ რომელ ეთნიკურ თუ რელიგიურ ჯგუფს მიეკუთვნები. 2018 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალები, მსოფლიოს მასშტაბით, გაურბიან ხმამაღლა ლაპარაკს იმ შეგრძნებებზე, რომლებსაც ისინი მშობიარობის შემდეგ განიცდიან.