ამბავი
06.10.2020
ხალხისგან, ტრანსპორტისგან დაცარიელებულ, ვაჭრობისგან დაცლილ მსოფლიოს ქალაქებში ყოველდღიური რუტინა რადიკალურად შეიცვალა. პანდემიით გამოწვეული იზოლაციის დასრულებასთან ერთად ცხოვრების ძველი რიტმი აღდგა, მაგრამ არა ყველგან. საქართველოში არის ქალაქები, სადაც იზოლაცია მუდმივად იგრძნობა და გლობალური გამოწვევები ბევრს არაფერს ცვლის. რეჟისორი პაპუნა მოსიძე "სხვა იზოლაციაში" გვამოგზაურებს, რომელიც არასდროს სრულდება.