მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი თამარისი მარწყვის კულტურის მოყვანით ათწლეულებია ცნობილია. ერთი წლის წინ კი სოფელში ჩვეულებრივი ბაღის მარწყვის გვერდით გაჩნდა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მარწყვის სასათბურე მეურნეობა. ჩვენი სიუჟეტიდან თამარისელ ფერმერებს გაიცნობთ , გაიგებთ როგორ მოჰყავთ მათ მარწყვი და რა ძირითადი განსხვავებაა სასათბურე მეურნეობაში მოყვანილ მარწყვსა და და ე.წ ბაღის მარწყვს შორის.
ავტორები
ნანა სისვაძე
ავტორის ისტორიები
მარწყვის სოფელი
აფხაზეთის ომის ვეტერანი ლამზირა მეგრელიშვილი დღეს მარნეულში, აზერბაიჯანულ რესტორანში მუშაობს. ავტომატით ხელში, აფხაზეთის ომის დროს, მას საკუთარი ხელით მიჰქონდა ომის წინა ხაზზე საჭმელი. ლამზირამ ომში შვილი დაკარგა. ნახეთ სიუჟეტი 63 წლის ქალზე, რომელსაც დღემდე მძიმე შრომით გააქვს თავი.
გზა ჭუბერიდან აზერბაიჯანულ რესტორნამდე
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი შაუმიანის ე.წ „სამხედრო გარადოკი“ 2008 წლის ომის შემდეგ 187 დევნილი ოჯახისათვის ერთადერთ თავშესაფრად იქცა. დასახლებაში თითქმის ყველა უმუშევარია, ახალგაზრდები კი განათლებას ამავე დასახლებაში არსებულ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში იღებენ. ჩვენს სიუჟეტში ნახავთ, როგორ ასწავლის ამერიკელი პედაგოგი ინგლისურს პატარა ლიახვიდან დევნილ 14 წლის მარიამ ბერუაშვილს.
აგვისტოს 5 დღის ზეგავლენა
„ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია“ - ეს გამოთქმა ყველაზე უკეთ გადმოსცემს მთავარ სათქმელს იმ ამბისა, რის მოყოლასაც თქვენთვის ვაპირებ. ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ ფილმის მთავარი პერსონაჟია, ეს ჯგუფი ერთერთი ქართული პოპულარული სერიალიდან პირდაპირ რეალობაში გადმოვიდა და მსმენელს ქართული 90-იანი წლების მუსიკის ახლებური ვარიანტი შესთავაზა. „კართან მოდგა შემოდგომა“, „სიყვარული ძნელია“, „გემი“ - ამ სიმღერების ქავერები ახალი ტონალობით, ტექსტითა და ჟღერადობით ახალი თაობის საყვარელი კომპოზიციები გახდა. ჯგუფის წევრები 90-იანი წლების თაობაა და მათთვისაც ბავშვობასთან, ახალგაზრდობასთან ასოცირდება ის სიმღერები, რომლებსაც ახლებური ვარიანტით სთავაზობენ მსმენელებს.
თაობების ხიდი - 90-იანების მუსიკა
ურმუჩიდან სოფელ თაქალოში მოსახვედრად დიდი გზა გამოიარეს იმ აგრონომებმა, რომლებიც ე.წ „ჩინურ სათბურში“ საქართველოს სასთბურე კულტურისგან გასხვავებით სრულიად ახალი ტექნოლოგიებით აწარმოებენ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. როგორც ისინი ამბობენ, მარნეულის მიწები ნაყოფიერია და მისი მაქსიმალურად ათვისება უნდა მოხდეს.
გზა ურმუჩიდან თაქალომდე
რუბაბა მუხტაროვა გულმოდგინედ ელოდება თავის კორეელი, ამერიკელი და გერმანელი მეგობრების ნახვას. ყოველ კვირას 48 წლის წარმოშობით აზერბაიჯანელი რუბაბა თითქმის მთელ დღეს ატარებს მათთან ერთად. ლოცულობენ, გიტარაზე უკრავენ, გალობენ, ბიბლიას კითხულობენ—ყოველ ჯერზე სხვა სახლში იკრიბებიან. პროტესტანტთა თემის შეხვედრებში, რომლებშიც რუბაბა მონაწილეობს, არაფერი იქნებოდა უჩვეულო, რომ არა მათი ადგილმდებარეობა მარნეულში, ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ძირითადად შიიტი მუსლიმებით დასახლებულ პატარა ქალაქში.