ბუქმობილი - ავტობუსში მოწყობილი სასწავლო ოთახი ბავშვებისთვის, ვარშავა, ოღონდ არა ქალაქი, არამედ ღამის ბარი თბილისში, ეს ის ადგილებია, სადაც 24 წლის, მომავალი ფსიქოლოგი თომა, ცხოვრობს და მუშაობს მონაცვლეობით, დღისით თუ ღამით, ხანდახან კი ისე უმართლებს, რომ ლოგინშიც იძინებს. თომას არ აქვს სახლი, ის იძულებით გადაადგილებულია ახალგორიდან.
ავტორები
თამარ მირიანაშვილი
თამარ მირიანაშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, აუდიოვიზუალური ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრატურა, ტელე-კინო რეჟისურის სპეციალობით. ამჟამად მუშაობს დოკუმენტური ფოტოგრაფიის და DSLR ვიდეოგრაფიის მიმართულებით. თავისუფალ დროს საკუთარ ბლოგებზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე წერს სხვადასხვა აქტუალური საკითხების შესახებ. თანამშრომლობს Getty Images-თან და National Geographic საქართველოთან.
ავტორის ისტორიები
Tom "Bezdomny"
საქართველოში ლომისობას აღდგომის მეშვიდე კვირას აღნიშნავენ, სოფელ მლეთაში, დუშეთის რაიონში. ყოველწლიურად, სოფელში ათასობით ადამიანი ამოდის და მსხვერპლად ცხვარს წირავენ, შემდეგ ადიან მთაზე, სადაც ლომისას წმინდა გიორგის ტაძარში ლეგენდად ქცეული, სასწაულმოქმედი ჯაჭვი ინახება.
ლომისობა
ფილმი ერთ-ერთ მემატიანეზეა, რომელმაც უანგაროდ შემოგვინახა ისტორია. ის დღესაც, დეკადების შემდეგაც არ ფიქრობს დიდებაზე, გამორჩენასა თუ სახელზე. ასეთი ადამიანები ძალიან ცოტანი არიან, მაგრამ ისინი არსებობენ. ერთ-ერთი მათგანი ნაზი გაბაიძეა.