სახელოვნებო რეზიდენცია: "ქარიშხალი ჩვენს ზღვებში"

დედლაინი
სამშაბათი, 05 ოქტომბერი 2021

დღე

საათი

წუთი

წამი
Submission ended

თბილისის ფოტო ფესტივალი აცხადებს ღია კონკურსს სარეზიდენციო პროგრამაზე „ქარიშხალი ჩვენს ზღვებში“ და იწვევს 35 წლამდე ქართველ და აფხაზ ვიზუალურ ხელოვანებსა და შემოქმედებით პირებს. 

 

„ქარიშხალი ჩვენს ზღვებში“ მეტაფორაა იმ მძიმე ისტორიული, პოლიტიკური, სოციალური თუ პირადი კონტექსტების შესახებ, რომელთა ტალღებში ცურვაც თითოეულ ჩვენგანს უწევს. ისტორიულ ქარიშხლებში დატყვევებულნი, პოლიტიკური სეტყვის შედეგად მძევლად აყვანილნი, ორაზროვნების ნისლში გახვეულნი აღმოვჩნდით. ჰომოგენური დამოკიდებულების ერთგვარი ვალდებულებითა და სხვის მიმართ არატოლერანტულობის ტვირთით დამძიმებული ჩვენი ხომალდები უნდა დაიმსხვრეს. 

 

“ქარიშხალი ჩვენს ზღვებში“ შესაძლოა აღნიშნავდეს ბრძოლას საჯაროსა და კერძოს, გაბატონებულ სოციალურ ნორმებსა და თაობებს შორის. ასევე, შესაძლოა გულისხმობდეს ამ მდგომარეობების ფლუიდურობასა და ფარდობითობას. 

 

სარეზიდენციო პროგრამა იწვევს ვიზუალურ ხელოვანებს იმუშაონ ისტორიული თუ პირადი ქარიშხლების მნიშვნელობებზე, რომლებიც განსაზღვრა დრომ და სივრცემ. 

 

ღია კონკურსის ფარგლებში შერჩეულ ხელოვანთა ჯგუფი მჭიდროდ ითანამშრომლებს პირველი სახელოვნებო რეზიდენციის „დიდი ხეების ჩრდილში“ მონაწილეებთან და 2022 წლის თებერვალში ექნებათ ნამუშევრების ერთობლივი პრეზენტაცია.

 

„ქარიშხალი ჩვენს ზღვებში“ არის სახელოვნებო რეზიდენციის მეორე გამოშვება, რომელიც ორგანიზებულია პროექტის „სუბტროპიკული კულტურები: პლატფორმა სახელოვნებო გაცვლისთვის“ ფარგლებში.

 


რეზიდენცია გაგრძელდება 4 თვეს (ოქტომბერი 2021 - იანვარი 2022), რომელიც ძირითადად ონლაინ შეხვედრებისგან შედგება და მოიცავს:

 

- 4 თვიან სამუშაო პროცესს ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ექსპერტთან, რომელიც მენტორობას გაუწევს თითოეულ არჩეულ ხელოვანს ნამუშევრის შექმნაში.

- ხელოვანები მჭიდროდ ითანამშრომლებენ რეზიდენციის პროგრამის კურატორებთან, რომლებიც მათ პროფესიულ დახმარებას გაუწევენ რეზიდენციის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე.

- პროგრამა, ასევე, მოიცავს ონლაინ ლექციების ციკლსა და ვებინარებს როგორც ცნობილ საერთაშორისო ვიზუალურ ხელოვანებთან, ისე თანამედროვე ისტორიის ექსპერტებთან.

- სარეზიდენციო პროგრამა დასრულდება ჯგუფური სამუშაო შეხვედრით 2022 წლის თებერვალში, სადაც დაიგეგმება რეზიდენციის შედეგების საჯარო პრეზენტაცია - გამოფენა და პუბლიკაცია.

 

არჩეული ხელოვანები მიიღებენ სტიპენდიას 1,700 ლარის ოდენობით.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გამოაგზავნეთ შემდეგი დოკუმენტები ქართულ და ინგლისურ ენაზე:

 - პროექტის ფარგლებში შესაქმნელი ნამუშევრის კონცეფცია (მაქსიმუმ 300 სიტყვა)

- ნამუშევრების პორტფოლიო PDF ფორმატში (მაქსიმუმ 5MB)

- რეზიუმე (CV)

 

დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: info@tbilisiphotofestival.com

იმეილის სათაურში მიუთითეთ: სახელოვნებო რეზიდენცია - განაცხადი

 

 


სახელოვნებო რეზიდენციის პროგრამას ახორციელებს თბილისის ფოტო ფესტივალი COBERM-თან პარტნიორობით.

COBERM აპოლიტიკური, მიუკერძოებელი და მოქნილი პროგრამაა, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი (EU) და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ.

პროექტის პარტნიორები არიან ქართული ლიტერატურული ინიციატივა და კონრად ადენაუერის ფონდი. 

 


 

ფოტო ქავერზე: © ზურა ჯიშკარიანიკატასტროფა სუბტროპიკულ ედემში, 2020. თვითგამოცემული წიგნილიმიტირებული ტირაჟიწიგნი დაიბეჭდა სახელოვნებო რეზიდენციის, 'სუბტროპიკული კულტურები'-ს ფარგლებში.

მომავალი შესაძლებლობები