MAC Georgia და „რადიო თავისუფლება“ აცხადებენ მოკლე ფილმების კონკურსს შშმპ თემაზე

დედლაინი
პარასკევი, 15 აპრილი 2022

დღე

საათი

წუთი

წამი
Submission ended

კონკურსის მიზანია აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება შშმ პირთა პრობლემების შესახებ. MAC Georgia-სა და „რადიო თავისუფლების“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა იპოვოს და გააზიაროს მათი ისტორიები, ვისი ხმაც სუსტად ისმის ან სულაც დაკარგულია.

 

კონკურსში მონაწილე ნამუშევრებს, იქნება ეს დოკუმენტური, ანიმაციური თუ მხატვრული ფილმები, უნდა ჰქონდეს შემოქმედებითი ღირებულება. ავტორებს ექნებათ შესაძლებლობა, საზოგადოებას გაუზიარონ თავიანთი საავტორო ხედვა და ორიგინალური მიდგომა.

 

საკონკურსო ფილმები გამოქვეყნდება MAC Georgia-სა და „რადიო თავისუფლების“ ვებგვერდებსა და facebook-ის გვერდებზე.

 

კონკურსანტმა უნდა გამოაგზავნოს:

- დასრულებული ფილმი (ანიმაციური, დოკუმენტური ან მხატვრული ჟანრის);

- ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 3 წუთზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 8 წუთს;

- ავტორი უნდა ფლობდეს სრულ საავტორო უფლებებს ფილმზე;

- ფილმს უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ქართული ან ინგლისური სუბტიტრები;

- ფილმი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული არცერთ პლატფორმაზე;

- მოთხოვნის შემთხვევაში, ავტორმა უნდა წარმოადგინოს გმირის ინფორმირებული თანხმობა ფილმში მონაწილეობაზე;

- ავტორს მოპოვებული უნდა ჰქონდეს ფილმში გამოყენებული მუსიკის საავტორო უფლებები.

 

როგორ გამოვაგზავნოთ ფილმი? ​

დასრულებული ფილმი ატვირთეთ რომელიმე ვიდეოპლატფორმაზე - Vimeo-ზე დაცული პაროლით ან Youtube-ზე (დახურული ბმული - Unlisted).

ფილმის დახურული ბმული უნდა მიუთითოთ დარეგისტრირებისას სააპლიკაციო ფორმის მითითებულ ველში.

 

საპრიზო ფონდი

- პირველი ადგილი - 15 000 ლარი

- მეორე ადგილი - 6 000 ლარი

- მესამე ადგილი - 3 500 ლარი

მომავალი შესაძლებლობები