კონკურსი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის იდეისთვის თემაზე „2020“
გამოცხადდა ღია შესარჩევი კონკურსი, რომელიც სამხრეთ კავკასიელ კინორეჟისორებს შორის, გამოავლენს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის საუკეთესო იდეას თემაზე „2020“.
ვეძებთ უნიკალურ ამბებსა და ორიგინალურ, კინემატოგრაფიულ ინტერპრეტაციებს, რომლებიც დაკავშირებული იქნება მიმდინარე წელთან და – შთამბეჭდავი ვიზუალითა და სტილით – მოგვიყვება, რას ნიშნავდა 2020 პირადად შენთვის, შენი გარშემომყოფებისა და ქვეყნისთვის. ეს შეიძლება იყოს ამბავი ერთ პერსონაჟზე, დოკუმენტური ესე ან მოკლემეტრაჟიანი ფილმი ერთ კონკრეტულ ღონისძიებასა თუ ღონისძიებების ჯაჭვზე. მიიღება ყველა ფილმი, რომელიც ამ თემას საინტერესო და კინემატოგრაფიული ინტერპრეტაციებით განავითარებს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა ადგილობრივ, სამხრეთ კავკასიელ კინოდოკუმენტალისტს (სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან, ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით), რომელსაც გადაღებული აქვს მინიმუმ 2-3 კრეატიული და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.
კონკურსში ჩასართველად საჭიროა მინიმუმ ორი დოკუმენტური ფილმის ნიმუში, ლოგლაინითა და სინოფსისით, და რეზიუმე, რომელიც იგზავნება ელ. ფოსტაზე: info@chai-khana.org. გადახდამდე, დანიშნულებაში მიუთითე: „შესარჩევი კონკურსი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისათვის ყველაზე კრეატიული იდეის გამოსავლენად თემაზე „2020“.
სათითაოდ ყველა ნამუშევარს „ჩაიხანას“ საგამომცებლო ჯგუფი განიხილავს. იმ შემთხვევაში, თუ შენი პროექტი წარმატებას მიაღწევს, შესაძლოა, საჭირო გახდეს მეტი ინფორმაციის გაზიარება, რაც გულისხმობს სიღრმისეულ სიუჟეტსა და მოკლე თიზერს (ან სხვა ვიზუალურ მასალას). ჰონორარი 700-დან 100 ევრომდეა და მასში შედის მგზავრობის ხარჯებიც.
ლოგლაინისა და სინოფსისის გაგზავნის ბოლო ვადაა 2020 წლის 15 დეკემბერი. მასალები მიიღება კონკურსის მიმდინარეობის პარალელურად, ამიტომ სასურველია, საჭირო დოკუმენტაცია რაც შეიძლება მალე გაიგზავნოს.