კონკურსი საუკეთესო ფოტოპროექტის იდეისთვის თემაზე „2020“

17.12.2020

გამოცხადდა ღია კონკურსი სამხრეთ კავკასიელი ფოტოგრაფებისთვის საუკეთესო ფოტოპროექტის იდეის გამოსავლენად თემაზე „2020“.

ვეძებთ უნიკალურ ისტორიებსა და 2020 წლის ორიგინალურ ინტერპრეტაციებს ძლიერი ვიზუალური კონცეფციითა და სტილით, რომელიც გვიჩვენებს, რას ნიშნავდა ეს წელი პირადად შენთვის, შენი გარშემომყოფებისა და ქვეყნისთვის. ეს შეიძლება იყოს ერთ პერსონაჟზე აგებული ამბავი, პერსონალური ისტორია, დოკუმენტური ან კონცეპტუალური ფოტოპროექტი რომელიმე კონკრეტული ღონისძიების, ან ღონისძიებების ჯაჭვის შესახებ. მიიღება ყველა პროექტი, რომელიც აღნიშნულ თემას საინტერესო და კრეატიული ინტერპრეტაციით ასახავს.

კონკურსში მონაწილეობა შუძლია სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ ყველა ფოტოგრაფს (სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან, ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით).

ლოგლაინისა და სინოფსისის წარსადგენად, დაგჭირდება ბმული, რომელიც შენს პორტფოლიოზე გადავა (ვებგვერდი, ინსტაგრამის ანგარიში, ფეისბუქის გვერდი და სხვა).

სათითაოდ ყველა ნამუშევარს „ჩაიხანას“ საგამომცებლო ჯგუფი განიხილავს. იმ შემთხვევაში, თუ შენი პროექტი წარმატებას მიაღწევს, შესაძლოა, საჭირო გახდეს მეტი ინფორმაციის გაზიარება, რაც სიღრმისეულ სიუჟეტსაც გულისხმობს.

ჰონორარი თითოეულ პროექტზე 300 ევრო იქნება. დაშვებულია ჯამში მაქსიმუმ სამი პროექტის წარდგენა და ეს წესი ვრცელდება ყველაზე – აზერბაიჯანელებზე, სომხებსა და ქართველებზე, კონფლიქტური რეგიონების ჩათვლით.
ლოგლაინისა და სინოფსისის გაგზავნის ბოლო ვადაა 2020 წლის 15 დეკემბერი. მასალები მიიღება კონკურსის მიმდინარეობის პარალელურად, ამიტომ სასურველია, საჭირო დოკუმენტაცია რაც შეიძლება მალე გაიგზავნოს.