MAC Georgia-სა და რადიო თავისუფლების მოკლე ფილმების კონკურსი შშმპ თემაზე

დედლაინი
პარასკევი, 31 მარტი 2023

დღე

საათი

წუთი

წამი
Submission ended

კონკურსი ეძებს დოკუმენტური, მხატვრული და ანიმაციური კინოს რეჟისორებს, რომლებსაც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ იპოვონ და მოჰყვნენ ფაქიზ და ემოციურ ისტორიებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ადამიანების შესახებ.

 

კონკურსის მიზანია, აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება შშმ პირთა შესახებ. MAC Georgia-სა და რადიო თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, იპოვონ და გააზიარონ მათი ისტორიები, ვისი ხმაც სუსტად ისმის ან სულაც დაკარგულია.

 

კონკურსში მონაწილე ნამუშევრებს, იქნება ეს დოკუმენტური, ანიმაციური თუ მხატვრული ფილმები, უნდა ჰქონდეს შემოქმედებითი ღირებულება. ავტორებს ექნებათ შესაძლებლობა, საზოგადოებას გაუზიარონ თავიანთი საავტორო ხედვა და ორიგინალური მიდგომა.

 

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, პროფესიონალ თუ მოყვარულ რეჟისორს, ვისაც სურს, რომ შშმ პირთა ცხოვრების/სამყაროს შესახებ კინემატოგრაფიის შემოქმედებითი ენით მოჰყვეს. აგრეთვე მონაწილეობა შეუძლიათ უცხოეთის მოქალაქე საქართველოს რეზიდენტებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემოქმედებითი ჯგუფის თუნდაც ერთი წევრი საქართველოს მოქალაქეა.

 

კონკურსში მონაწილეობის პირობები: ​

კონკურსანტმა უნდა გამოაგზავნოს:

- დასრულებული ფილმი (ანიმაციური, დოკუმენტური ან მხატვრული ჟანრის);

- ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 3 წუთზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 8 წუთს (აღნიშნული ქრონომეტრაჟის საზღვრები წამების სიზუსტით უნდა იყოს დაცული);

- ავტორი უნდა ფლობდეს სრულ საავტორო უფლებებს ფილმზე;

- ავტორმა ფილმის ორი ვერსია უნდა გამოაგზავნოს:

  1. ქართული სუბტიტრებით: ფონტი - Font_bpg_nino_mtavruli_bold (მუქ შავ ფონზე) და
  2. ინგლისური სუბტიტრებით - BPG Glaho/Regular ფონის გარეშე.

- ფილმი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული არცერთ პლატფორმაზე;

- დოკუმენტური ფილმის შემთხვევაში, Ავტორს უნდა ჰქონდეს გმირის/გმირების ინფორმირებული თანხმობა ფილმში მონაწილეობაზე.

- ავტორს მოპოვებული უნდა ჰქონდეს ფილმში გამოყენებული მუსიკის საავტორო უფლებები.

- ფილმის ფორმატი უნდა იყოს: HD - 1920x1080, mp4.

 

როგორ გამოვაგზავნოთ ფილმი? ​ ​

- დასრულებული ფილმი ატვირთეთ Vimeo-ზე დაცული პაროლით ან Youtube-ზე (დახურული ბმული - Unlisted);

- დარეგისტრირებისას ფილმის დახურული ბმული უნდა მიუთითოთ სააპლიკაციო ფორმის მითითებულ ველში.

 მიჰყევით ბმულს.

 

როდის არის ფილმის გამოგზავნის ბოლო ვადა? ​ ​

ფილმის გამოგზავნის ბოლო ვადაა 31 მარტი, 2023 წელი.

 

რამდენია საპრიზო ფონდი? ​ ​

პირველი ადგილი - 14 000 ლარი;

მეორე ადგილი - 9 000 ლარი;

მესამე ადგილი - 5 000 ლარი.

 

ჟიურის შემადგენლობა:

სალომე ჯაში - დოკუმენტალისტი;

გიორგი მრევლიშვილი - დოკუმენტალისტი;

დიანა ჯანაშია - პროგრამის მენეჯერი, MAC Georgia;

ანა გოგუაძე - ფოტოგრაფი;

Მარიამ ჭაჭია - დოკუმენტალისტი.

 

ვის დავუკავშირდე, თუ შეკითხვა გამიჩნდა? ​

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით MAC Georgia-ს კომუნიკაციების სპეციალისტს, მედეა შარიქაძეს:

medea.sharikadze@macgeorga.org

+995 593 718 718

მომავალი შესაძლებლობები