მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების კონკურსი ქუთაისის და ფოთის შესახებ

დედლაინი
ორშაბათი, 19 თებერვალი 2024

დღე

საათი

წუთი

წამი
Submission ended

Chai Khana აცხადებს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების კონკურსს. რომლის თემატიკაც დასავლეთ საქართველოს ორ ქალაქთან, ქუთაისთან და ფოთთან, უნდა იყოს კავშირში. კონკურსი ცხადდება ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის  EU4Culture მხარდაჭერით, კულტურული და ინოვაციური პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის “Film Cities: Kutaisi and Poti” ფარგლებში, რომელსაც Chai Khana ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალთან პარტნიორობით ახორციელებს. 

 

პროექტით გათვალისწინებულია 4 ფილმის გადაღება (ორი ფილმი ქუთაისის, ხოლო ორი ფილმი ფოთის შესახებ). ფილმის იდეა (Pitch) უნდა ეყრდნობოდეს გამორჩეულ პერსონაჟს ან ამბავს, რომელსაც ავტორი უნიკალური პერსპექტივით აღწერს. იდეა უნდა იყოს აქტუალური საკითხის/მოვლენის შესახებ, რაც აღელვებთ ადგილობრივ მაცხოვრებლებს. 

 

მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების თემატიკა არ არის შეზღუდული, თუმცა განაცხადის შემოტანისკენ განსაკუთრებით მოვუწოდებთ იმ დოკუმენტალისტებს, ვისი ფილმის იდეაც ფოკუსირებულია გარემოსდაცვით საკითხებზე. 

 

შერჩეულ კანდიდატებს Chai Khana შესთავაზებს ფიქსირებულ ჰონორარს ფილმის გადასაღებად. დოკუმენტური ფილმის საბოლოო ვერსია გამოქვეყნდება ჩვენს პლატფორმაზე, როგორც ვებგვერდზე, ასევე სოციალური ქსელების არხებზე. 

 

- თითო ფილმისთვის გამოყოფილი ჰონორარია —  3,700 ლარი (ჰონორარი მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს) 

 

- აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა — 14 თებერვალი, 2024.

 

- პირველი სამუშაო ვერსიის (First cut) გამოგზავნის ვადა —  15 აპრილი, 2024

 

- ფილმის საბოლოო ვერსიის წარდგენის ვადა — 1 მაისი, 2024

 

* ფილმის იდეა უნდა იყოს ორიგინალური და არ უნდა იმეორებდეს ადგილობრივ და რეგიონული მედიაში უკვე გამოქვეყნებულ შინაარსს. შემოთავაზებული იდეა, რომელიც ვერ პასუხობს ამ მოთხოვნას, არ განიხილება. 

 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს EU4Culture ახორციელებს გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.

მომავალი შესაძლებლობები