ღია კონკურსი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადასაღებად

დედლაინი
კვირა, 28 აპრილი 2024

დღე

საათი

წუთი

წამი
Submission ended

Chai Khana აცხადებს კონკურსს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადასაღებად, რომლის თემატიკაც წინასაარჩევნო პერიოდში ახალგაზრდების ჩართულობასთან და მათი განწყობების ასახვასთან უნდა იყოს კავშირში. 

 

ქვეყანა, სადაც არჩევნები  2021 წლის შემდეგ არ ჩატარებულა, წელს გარდამტეხი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. საჯარო სივრცეში, მათ შორის საპროტესტო აქციებზე, ვხედავთ ახალ თაობას, რომელიც წინააღმდეგობის ახალ კულტურას და ახალ პოლიტიკურ ენას ქმნის. ეს ახალგაზრდები ამავდროულად ამომრჩევლები არიან, რომლის ნაწილიც 2024 წლის ოქტომბერში პირველად გამოიყენებს ხმის მიცემის უფლებას. ფილმის იდეა (Pitch) უნდა ეყრდნობოდეს გამორჩეულ პერსონაჟს/პერსონაჟებს ან ამბავს, რომელსაც ავტორი უნიკალური პერსპექტივით აღწერს. იდეა უნდა იყოს საარჩევნო თემატიკის შესახებ და ეხმიანებოდეს იმ საკითხს და მოვლენას, რაც ახალგაზრდებს არჩევნების კონტექსტში აღელვებთ. 

 

შერჩეულ კანდიდატს Chai Khana შესთავაზებს ფიქსირებულ ჰონორარს ფილმის გადასაღებად. დოკუმენტური ფილმის საბოლოო ვერსია გამოქვეყნდება ჩვენს პლატფორმაზე, როგორც ვებგვერდზე, ასევე სოციალური ქსელების არხებზე. 

 

- ფილმისთვის გამოყოფილი ჰონორარია — 1400 აშშ დოლარი (ჰონორარი მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს) 

 

- აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა — 28 აპრილი, 2024

 

- პირველი სამუშაო ვერსიის (First cut) გამოგზავნის ვადა —  15 აგვისტო, 2024

 

- ფილმის საბოლოო ვერსიის წარდგენის ვადა — 1 სექტემბერი, 2024

 

შერჩეულ კანდიდატებს Chai Khana ონლაინ ინტერვიუსთვის დაუკავშირდება. 

 

* ფილმის იდეა უნდა იყოს ორიგინალური და არ უნდა იმეორებდეს ადგილობრივ და რეგიონულ მედიაში უკვე გამოქვეყნებულ შინაარსს. შემოთავაზებული იდეა, რომელიც ვერ პასუხობს ამ მოთხოვნას, არ განიხილება. 

 

** ფილმის იდეების განხილვა მოხდება მათი გამოგზავნისთანავე, შესაბამისად, პრიორიტეტი მიენიჭებათ ადრე გამოგზავნილ იდეებს.

მომავალი შესაძლებლობები