მოკლე დოკუმენტური ფილმის პროექტის წინადადების მიღება
Chai Khana აცხადებს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პროექტის წინადადებების მიღებას დოკუმენტური ფილმის რეჟისორებისთვის, რომლებიც მზად არიან, გადაიღონ მოკლე ფილმი 1 თვის ვადაში. დოკუმენტური ფილმის საბოლოო ვერსია გამოქვეყნდება 10-15 ოქტობრის პერიოდში Chai Khana-ს პლატფორმაზე, როგორც ვებგვერდზე, ასევე სოციალური ქსელების არხებზე.
ფილმისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი (ჰონორარისა და საწარმოო ხარჯების ჩათვლით) — 2560 ევრო (კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადის გარეშე, NET).
- აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა — 25 აგვისტო, 2024
- პირველი სამუშაო ვერსიის (First cut) გამოგზავნის ვადა — 23 სექტემბერი, 2024
- ფილმის საბოლოო ვერსიის წარდგენის ვადა — 10 ოქტომბერი, 2024
* ფილმის იდეა უნდა იყოს ორიგინალური და არ უნდა იმეორებდეს ადგილობრივ და რეგიონული მედიაში უკვე გამოქვეყნებულ შინაარსს. შემოთავაზებული იდეა, რომელიც ვერ პასუხობს ამ მოთხოვნას, არ განიხილება.
* აპლიკანტმა უნდა გაგვიზიაროს ამ პროექტის ტრეილერი ან 3-5 წუთამდე ვიზუალური მასალა (ერთი სცენა, ადგილის /გმირის ამსახველი ვიზუალური მასალა).