განცხადებების მიღება: დოკუმენტური კინო ცვლილებებისთვის
Chai Khana აცხადებს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური პროექტის წინადადებების მიღებას რეჟისორებისთვის, რომლებიც მზად არიან, გადაიღონ ცვლილებებზე ორიენტირებული შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმები, პარტნიორებთან ერთად შეიმუშაონ კამპანია [Impact campaign] და ჩაერთონ მაყურებელთან პირდაპირი კომუნიკაციის პროცესში.
ფილმის პროექტზე მუშაობა მრავალეტაპიან პროცესს მოიაზრებს, რაც რეჟისორების, ჟურნალისტების, Chai Khana-ს გუნდის და ინდუსტრიის სპეციალისტების თანამშრომლობას გულისხმობს. პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპია ფილმთან დაკავშირებული კამპანიის სტრატეგიის შემუშავება, რასთან დაკავშირებითაც შერჩეული რეჟისორები სპეციალურ ტრენინგ-კურსს გაივლიან.
პროექტის ფარგლებში მომზადებული ფილმები Chai Khana-ს და ვებგვერდებსა და სოციალური მედიის არხებზე გამოქვეყნდება.
პროექტის ხანგრძლივობა — 13 თვე
- აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა — 19 იანვარი, 2025
- ტრენინგი კამპანიის [Impact campaign] დაგეგმვის და განხორციელების შესახებ — თებერვალი, 2025
- ფილმის გადაღება და კამპანიის სტრატეგიის პარალელური შემუშავება — თებერვალი - ივლისი, 2025
- პირველი სამუშაო ვერსიის [First cut] გამოგზავნის ვადა — 20 ივნისი, 2025
- ფილმის საბოლოო ვერსიის წარდგენის ვადა — 20 ივლისი, 2025
- ფილმის გამოქვეყნების და კამპანიის ჩატარების ვადები: ივლისი, 2025 /იანვარი, 2026
ფილმისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი ჰონორარისა და საწარმოო ხარჯების ჩათვლით — 2700 ევრო [კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადის ჩათვლით, Gross]
* კამპანიის [Impact campaign] განხორციელებისთვის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია დამატებითი ბიუჯეტი.