CinéDOC-Tbilisi-ს კინომენტორობის პროგრამა 2021

CinéDOC-Tbilisi
10.02.2021

პროგრამა შექმნილია კინორეჟისორებისთვის, რომლებიც ამჟამად ნებისმიერი ქრონომეტრაჟის შემოქმედებით დოკუმენტურ ფილმზე მუშაობენ (აქვთ მოკლე, საშუალო თუ სრულმეტრაჟიანი კინოპროექტი) და სურთ თავიანთი პროექტები საერთაშორისო მასშტაბით ცნობილ დოკუმენტური კინოს ექსპერტებთან ერთად განიხილონ.

კინომენტორობის პროგრამა მონაწილე რეჟისორებს შესაძლებლობას მისცემს, რომ იმუშაონ დოკუმენტური კინოინდუსტრიის მენტორებთან: ექსპერტებთან, პროდიუსერებთან, რეჟისორებთან, გაყიდვების აგენტებთან და მონტაჟის რეჟისორებთან. წარმატებული აპლიკანტები მონაწილეობას მიიღებენ გრძელვადიან პროგრამაში, რომელიც დაფუძნებულია კინოპროექტის ღრმა ანალიზზე, გაყიდვების ღრმა ცოდნაზე, დისტრიბუციის შესაძლებლობებზე და დოკუმენტური კინოფესტივალების უახლეს ტენდენციებზე. კინომენტორობის პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ ონლაინშეხვედრებს, ჯგუფურ სამუშაოებს მენტორებსა და მონაწილეებს შორის.

რას სთავაზობს მენტორობის პროგრამა მონაწილეებს?

- მენტორობასა და პირისპირ ონლაინშეხვედრებს
- მენტორობასა და ინტერაქციულ დისკუსიებს ჯგუფური სამუშაოების ფარგლებში
- მენტორებას პროექტის განვითარების თაობაზე
- დოკუმენტური კინოს რეჟისურისა და წარმოების სხვადასხვა ასპექტი
- შერჩეულ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ New Talents Caucasus-ის ფარგლებში წარადგინონ თავიანთი კინოპროექტები კინოფესტივალების ხელმძღვანელების, კინოინდუსტრიისა და მაუწყებლების წარმომადგენლების წინაშე

New Talents Caucasus-ის საერთაშორისო ჟიური სამ ჯილდოს გადასცემს სამ რეჟისორს, რომლებიც თავიანთ კინოპროექტებს პიჩინგსესიაზე წარადგენენ:

- New Talents Caucasus-ის ჯილდო 2000 აშშ დოლარი
- New Talents Caucasus-ის მონტაჟის ჯილდო 1500 აშშ დოლარი
- New Talents Caucasus-ის განვითარების ჯილდო 1000 აშშ დოლარი

პროგრამა იწყება 1 მარტს და გრძელდება 2021 წლის 10 მარტამდე.

პროგრამის მოთხოვნები:

- პროგრამისთვის მიმდინარე პროექტი
- ბოლოს დასრულებული დოკუმენტური ფილმი ინგლისური სუბტიტრებით
- ინგლისური ენის ცოდნა
- შერჩევის შემდგომ მონაწილეობის გადასახადი 150 აშშ დოლარი, ქართველი - მონაწილეებისთვის ამავე თანხის ექვივალენტი ლარში

Noosfera Foundation-ი პროექტის სრული ბიუჯეტის ნაწილით დაფარავს სამი მონაწილის სტიპენდიას. გთხოვთ აპლიკაციის მეშვეობით შემოიტანოთ სტიპენდიაზე განაცხადი.

აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა: 10 თებერვალი, 2021 წელი

გთხოვთ გამოაგზავნეთ ინფორმაცია პროექტის შესახებ სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით.

მომავალი შესაძლებლობები