ქვიარ ქრონიკები

Untitled Gallery Tbilisi, Salaam Cinema and Goethe-Institut Georgien
01.03.2021

ქვიარ ქრონიკები

4 დღიანი პრაქტიკული ვორკშოპი ქვიარ სივრცეების წარმოების შესახებ LGBTQIA + თემებში და მათი ყოველდღიური არქივი.
 
უსახელო გალერეა თბილისი, სალამ სინემა და გოეთეს ინსტიტუტი თბილისში ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) მხარდაჭერით გიწვევთ, პროექტში მონაწილეობის მისაღებად ”ქვიარ ქრონიკები”. პროექტი მოიცავს 4 დღიან ვორქშოპს, რომელსაც ჩაატარებს - POLIGONAL, ბერლინის ურბანული კომუნიკაციის ოფისი. ვორქშოპი ტარდება „უხილავი“ (InVisible) ფესტივალის ფარგლებში, რომელიც მეორე წელია იმართება აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში და ორგანიზებულია სახელოვნებო სივრცე „სალამ სინემას“ მიერ.
 

ვორკშოპის მიზანია მოცემულ 4 დღეში შეიქმნას უსაფრთხო სივრცე - დროებითი პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა ფორმატის მეშვეობით მონაწილეებს მისცემს საშუალებას ღიად ისაუბრონ და გააცნონ თავიანთი ყოველდღიური ქვიარ გამოცდილება. ეს შეიძლება იყოს მოგონება, კონფლიქტი საზოგადოებრივ სივრცეში, ბრძოლა და სიხარული. იმისათვის, რომ ეს ქვიარ გამოცდილება თვალსაჩინო და ნაყოფიერი იყოს, ვორქშოფის აქტივობები დატვირთული იქნება სხვადასხვა მედიუმებით: აუდიო, ვიდეო, ტექსტუალური და  ვიზუალური ნამუშევრებით. 
 
ვორკშოპის ფარგლებში შექმნილი მასალა შეინახება "Queering Common Space” -ის არქივში, რომელშიც მონაწილეთა ისტორიები და გამოცდილებები (ანონიმურ) ხილვადობას შეიძენენ და სხვებს დაეხმარებიან გაძლიერებაში ან იქნებიან შთაგონების მომტანნი.
 
ვორკშოპი, აგრეთვე, მოიცავს ფილმის ჩვენებას ამ თემაზე თბილისის გოეთეს ინსტიტუტში( ფილმის სათაური და თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი), სადაც აგრეთვე გაიმართება პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება.
ვორქშოპის ბოლოს არჩეული იქნება ოთხი პროექტი, რომლის გამოფენა და პრეზენტაცია ჯერ გაიმართება უსახელო გალერია თბილისში, მოგვიანებით სალამ სინემაში ბაქოში. გამოფენას აფინანსებს და მხარს უჭერს ქალთა ინიციატივების ჯგუფი (WISG).

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

• ხელოვანები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში ან აზერბაიჯანში
• აქტივისტები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში ან აზერბაიჯანში
• ყველა, ვისაც აინტერესებს ქვიარ სივრცე, მისი განვითარება და ცხოვრობს საქართველოში ან აზერბაიჯანში.
ვორქშოპში მონაწილეობა არის უფასო. 
 
პროექტში მონაწილეობის მისაღებად აირჩევა 10 მონაწილე თბილისიდან და 10 მონაწილე აზერბაიჯანიდან.
 

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 09:00 / 01.03.2021
ვორკშოპის თარიღები - 10.03.2021-13.03.2021
ადგილმდებარეობა: უსახელო გალერეა თბილისი და თბილისის გოეთეს ინსტიტუტი მონაწილეებისათვის საქართველოდან, ხოლო აზერბაიჯანელი მონაწილეებისთვის ვორკშოპი ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. 

 
მონაწილობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაციის ფორმა.

მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ მოცემულ ლინკს. 

მომავალი შესაძლებლობები