მოძრაობა და მოგზაურობა − ყველაფერი კავშირშია
22 მაისი მსოფლიო ბიომრავალფეროვნების დღეა, ამ დღესთან დაკავშირებით National Geographic მართავს ფოტოკონკურსს „მოძრაობა და მოგზაურობა − ყველაფერი კავშირშია“.
არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, საკონკურსოდ მიიღება როგორც ახალი, ასევე უკანასკნელი 3 წლის მანძილზე გადაღებული კადრი. მისაღებია მობილური ტელეფონით გადაღებული კადრებიც. მთავარია ის ასახავდეს მოგზაურობას, მოძრაობას და იმ კავშირს, რომელიც თქვენ კონკრეტული ადგილის მიმართ გაგაჩნიათ.
I - პრიზი iPhone12. კადრი დაიბეჭდება ჟურნალში National Geographic Magazine - საქართველო.
II - პრიზი 1500 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად. კადრი დაიბეჭდება ჟურნალში National Geographic Magazine - საქართველო.
III - ადგილი გამოვლინდება ჟიურის მიერ ხალხის სიმპათიის გათვალისწინებით. პრიზი 1000 ლარიანი ვაუჩერი ფოტოტექნიკის შესაძენად.
სამივე გამარჯვებული ფოტო გამოქვეყნდება National Geographic Magazine - საქართველოს ვებგვერდზე.
პროექტი ხორციელდება: კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით.
დეტალების სანახავად და ფოტოების ასატვირთად, გთხოვთ ეწვიოთ National Geographic-ს გვერდს.