ფოტოკონკურსი: "შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება"

05.06.2021

CENN, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი და ნაკანიმამასახლისის ფოტოსკოლა აცხადებს კონკურსს ფოტოგრაფებისათვის: "შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება"

 

დავალება:

 

  • გადაიღეთ ფოტო, რომელიც აჩვენებს, რომ არ არის საჭირო დიდი რაოდენობით პლასტმასის ნივთების (განსაკუთრებით ერთჯერადის) მოხმარება; წარმოაჩენს პლასტმასით დაბინძურების უარყოფით შედეგებს და ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას პლასტამასის მოხმარებაზე; ასევე, წაახალისებს საზოგადოებას შეამციროს ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნივთების მოხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
  • კონკურსის ფარგლებში მისაღებია ფოტოგრაფიის ნებისმიერი ჟანრი (დოკუმენტური, დადგმული (მხოლოდ სტუდიური), კონცეპტუალური ფოტოგრაფია და სხვა). გაითვალისწინეთ, რომ გარემოს დაბინძურების ამსახველი ფოტოები უნდა იყოს მხოლოდ დოკუმენტური.

 

კონკურსის პირობების შესახებ ინფორმაციისთვის მიჰყევით შემდეგ ბმულს: https://bit.ly/2R3xFgD

გთხოვთ, ნამუშევრები გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე სათაურით „ფოტოკონკურსი“: nana.takvarelia@cenn.org


ნამუშევრებს თან უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ნამუშევარის აღწერა.

თითო მონაწილეს შეუძლია მაქსიმუმ 5 ფოტოს წარდგენა.

 

კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული:


- I ადგილი - 1,500 ლარის ზუმერის ვაუჩერი
- II ადგილი - 1,200 ლარის ზუმერის ვაუჩერი
- III ადგილი - 900 ლარის ზუმერის ვაუჩერი

 

კონკურსი ტარდება ნორვეგიის საგერეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

მომავალი შესაძლებლობები