ფოტო კონკურსი: მედგარი საქართველო / მედგარი ქართველები

26.05.2021

ამ ფოტოკონკურსის მიზანია საქართველოსა და ქართველების გამძლე და მდგრადი ბუნების წარმოჩენა, რამაც გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანა დღემდე მოიყვანა. გაჭირვებასთან შეჭიდებისა და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი ხალხს, საზოგადებასა და ქვეყანას, საშუალებას აძლევს წარმატებით გაუმკლავდნენ უარყოფით მოვლენებს და შეინარჩუნონ თავიანთი უნიკალური იდენტობა. „მედეგობის“ ცნება, სწორედ ამგვარ სიმტკიცეს მოიაზრებს. ფოტოკონკურსის მონაწილეებმა, უნდა წარმოადგინონ ფოტოები, რომლებიც ამ იდეას ასახავს.

პროექტის მთავარი მიზანია ხელოვნების საშუალებით წარმოაჩინოს „მედეგობის“ მნიშვნელობა, როგორც საზოგადებაში, ასევე ეროვნულ სისტემაში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს - როგორც პროფესიონალს, ასევე მოყვარულს.
 
თითო კატეგორიიდან შეირჩევა დაახლოებით 10 ფინალისტი, რომელთა ნამუშევრების გამოფენაც მოეწყობა "ფოტოგრაფიის" საგამოფენო სივრცეში. პროფესიონალი ჟიური ფინალისტებიდან გამოავლენს 3 გამარჯვებულს სხვადასხვა კატეგორიიდან. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 2,000 ლარის ოდენობის ფულადი პრიზით (გამარჯვებულს შესაძლებელია მოუწიოს საშემოსავლო გადასახადის გადახდა).
 
კონკურსი მოიცავს შემდეგ ფოტო-კატეგორიებს:
 
დოკუმენტური:
დოკუმენტური ფოტო ასახავს ყოველდღიურ ცხოვრებას ყოველგვარი დადგმისა და სცენის მოწყობის გარეშე. დოკუმენტური ფოტო შეიძლება წარმოაჩენდეს კონკრეტულ საგანს, ისტორიულ მოვლენას ან მნიშვნელოვან გზავნილს ფართო აუდიტორიისათვის.
დოკუმენტური ფოტო გახლავთ ფართო ცნება, რომელიც სხვადასხვა სტილსა და მიმდინარეობას აერთიანებს, როგორიცაა: სოციალური დოკუმენტური ფოტო, კონსერვაციული ფოტო, ეთნოგრაფიული ფოტო, ომის ფოტო, სოციალური ლანდშაფტის ამსახველი ფოტო და სხვა.
ამ კატეგორიაში აპლიკანტებს შეუძლიათ წარმოადგინონ ფოტოსურათები, რომლებიც ასახავენ ქართველთა „მედეგობას“ ყოველდღიურ ცხოვრებასა და ისტორიულ მომენტებში.
 
კონცეპტუალური:
კონცეპტუალური ფოტო დადგმული სცენის საშუალებით წარმოაჩენს კონკრეტულ იდეას ან კონცეფციას. კონცეპტუალური ფოტო შესაძლებელია ასახავდეს ყოველდღიური ცხოვრების ელემენტებს, თუმცა ასეთი ფოტო ძირითადად ექსპერიმენტულია. კონცეპტუალური ფოტოსთვის იდგმება ისეთი სცენა, რომელიც შემოქმედებითად გადმოსცემს ავტორის გზავნილსა და მთავარ სათქმელს. ამგვარად, კონცეპტუალური ფოტო არ ასახავს მხოლოდ მიმზიდველ გარემოს, არამედ ის ეხმარება ხალხს ვიზუალურად აღიქვას აბსტრაქტული იდეა.
აპლიკანტს შეუძლია მოაწყოს არტისტული სცენა, რომელიც ასახავს საქართველოს „მედეგობას“. ამ კატეგორიაში ფოტოგრაფი თავისუფალია შექმნას შემოქმედებითი სურათი, რომელიც მაყურებელს „მედეგობის“ აღქმაში დაეხმარება.
ნებადართულია ამ კატეგორიის ფოტოს რედაქტირება და მანიპულაცია, თუმცა არ მიიღება მხოლოდ აპლიკაციების დახმარებით აწყობილი მასალა. აუცილებელია, რომ ყველა სახის რედაქტირება შესრულდეს აპლიკანტის მიერ გადაღებულ ფოტოზე.
 
მობილური ტელეფონით გადაღებული:
მობილური ტელეფონი საუკეთესო საშუალებაა მყისიერად აღვბეჭდოთ სამყარო ისე, როგორც ჩვენ ვხედავთ. ამგვარად, მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტო ბუნებრივ წყობას ასახავს. ასეთი ფოტო შეიძლება იყოს სხვადასხვა ჟანრის, მაგალითად: დოკუმენტური, პორტრეტი, ქუჩის ფოტო, სამოქალაქო ჟურნალისტიკა და რეპორტაჟი.

აპლიკანტებს შეუძლიათ გამოაგზავნონ ბუნებრივ გარემოში გადაღებული ფოტოები, რომლებიც ასახავენ გარემოს, საინტერესო ცხოვრებისეულ მომენტებს, არქიტექტურასა და დიზაინს, რასაც სტანდარტულ სიტუაციებში ვხვდებით. ასეთი ფოტო შეიძლება გადაიღოთ მაშინ, როდესაც თან გაქვთ თქვენი მობილური ტელეფონი და დაიჭერთ ისეთ კადრს, რომელიც „მედეგობის“ იდეას წარმოაჩენს.
 
ამ კატეგორიაში მიიღება როგორც მობილური ტელეფონით, ასევე სხვა „სმარტ“ მოწყობილობით (მაგ.: ტაბლეტით) გადაღებული ფოტო. აპლიკაციაში უნდა დააზუსტოთ თქვენს მიერ გამოყენებული მოწყობილობის მოდელი.
 
პროფესიონალი ჟიური:
გურამ წიბახაშვილი
დარო სულაკაური
ჟულიენ პრებელი
 
ნამუშრევების გაგზავნა შეგიძლიათ 2021 წლის 26 მაისამდე. ერთ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი ფოტოს გამოგზავნა მხოლოდ ერთ კატეგორიაში. სხვადსხვა კატეგორიაში გამოგზავნილი ფოტოები არ განიხილება.
 
აპლიკაციის ბმული: https://forms.gle/wDwDjuckvCP1Ta7o6

მომავალი შესაძლებლობები