განაცხადი დოკუმენტალისტებისთვის საქართველოდან - ESoDoc-ი საქართველოში 2021

15.06.2021

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება

 

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:  დოკუმენტალისტებს საქართველოდან, რომლებსაც აქვთ ფილმის პროექტის იდეა და სურთ განავითარონ ის ინოვაციური, აუდიტორიაზე ორიენტირებული თხრობის ხერხების გამოყენებით.

 

რას სთავაზობს ESoDoc-ი მონაწილეებს საქართველოდან

 

- მენტორშიპს სინოფსისის, თრითმენთის და ფილმის ტრეილერის მომზადებაში

- ერთკვირიან ინტენსიურ სესიას საქართველოში, რომელსაც ინდუსტრიაში ცნობილი ტრენერები გაუძღვებიან. ფილმის იდეის წარდგენისთვის მომზადებას ექსპერტთა პანელის წინაშე.

- ონლაინ სესიებს პროგრამის მიმდინარეობის ექვის თვის მანძილზე. 

 

სად და როდის ტარდება

 

ESoDoc-ი საქართველოში ტარდება დეკემბერში, ქალაქ თბილისში (კოვიდ პანდემიით გამოწვეული რეგულაციების შეცვლის შემთხვევაში, შესაძლოა ჩატარდეს ონლაინ)

 

რა არის ESoDoc-ი?

 

ESoDoc - ევროპული სოციალური დოკუმენტური კინო - სასწავლო ინიციატივა მედია პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სურთ შემოქმედებითი უნარების განვითარება; თავიანთი ფილმის იდეასა თუ მედია პროექტზე მუშაობა. პროგრამა შემუშავებულია ახალი მედიით დაინტერესებულებისთვის, რეჟისორებისთვის, პროდუსერებისთვის. მათთვის, ვისაც შეუძლია დრო და ენერგია შემოქმედებით პროცესს დაუთმონ; მათ, ვისაც უნდათ რომ საკუთარ პროექტს განსხვავებული პერსპექტივიდან შეხედონ და ამ პროცესში აუდიო-ვიზუალური თხრობის ახალი ფორმატები აღმოაჩინონ. 

პროგრამას ზელიგის დოკუმენტური, სატელევიზიო და ახალი მედიის სკოლა ახორციელებს შემოქმედებითი ევროპული მედია პროგრამის მხარდაჭერით.

2021 წელს პროგრამას საქართველოში მედია ორგანიზაცია Chai Khana საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით ატარებს.

 

რატომ ESoDoc-ი?

 

შესაძლებლობა გაქვთ თქვენს პროექტს განსხვავებული პერსპექტივიდან შეხედოთ; სხვადასხვა მიმართულებით შეაფასოთ; აუდიტორიის უკეთ შესწავლის მიზნით, თანამშრომლობის სხვადასხვა ინსტრუმენტი გამოიყენოთ; ფილმის გავრცელების ეფექტიანი სტრატეგია დაგეგმოთ და უფრო მეტ ადამიანს მიაწვდინოთ ხმა.   

 

პროგრამაში მონაწილეობა უფასოა. კონკურსის გზით შერჩევის შემთხვევაში, ორ სხვა მონაწილესთან ერთად საქართველოდან, თქვენ პროექტის იდეების წარდგენისთვის მოსამზადებელ სესიას შეუერთდებით. პროგრამაში მონაწილეობას ევროპის ქვეყნებიდან 17 დოკუმენტალისტი იღებს.

 

სურვილის შემთხვევაში, შერჩეულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ  ითანამშრომლონ მულტიმედია პლატფორმა Chai Khana-სთან და მიიღონ ფინანსური მხარდაჭერა Chai Khana-სთვის პროექტის მოკლე ვერსიის (ან თრეილერის) შექმნისთვის. 

 

Აპლიკაციის შევსება შესაძლებელია, როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენაზე.

 

გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაციის ფორმა ?

 

სააპლიკაციო ფორმა
მომავალი შესაძლებლობები