თანასწორობის ჰაკათონი

FORSET
11.06.2021

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში და ფორსეტი სტატისტიკოსებს, დიზაინერებს, დეველოპერებს, კომუნიკაციის სპეციალისტებს, მკვლევარებს, მონაცემებით და თანასწორობის საკითხებით დაინტერესებულ ადამიანებს თანასწორობის შესახებ მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონზე გიწვევთ, რომელიც 18-20 ივნისს გაიმართება.

ჰაკათონის მიზანია, აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება დისკრიმინაციული პრაქტიკისა და მისი უარყოფითი გავლენის შესახებ, მონაცემებზე დაფუძნებული ციფრული პროდუქტებით.

 

რას უნდა ველოდეთ?

 

სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში, 2-6 ადამიანისგან შექმნილი გუნდები მენტორებთან ერთად იმუშავებენ ინოვაციური ინსტრუმენტების შექმნაზე, გამარჯვებული გუნდ(ებ)ი კი, ფულად პრიზს მიიღებენ.

ჰაკათონის თვე დატვირთული იქნება სხვადასხვა ტრენინგითა და ვორკშოპით მონაცემთა ვიზუალიზაციისა და თანასწორობის თემატიკაზე. ტრენინგებში მონაწილეობის მსურველებმა თვალი ადევნეთ ForSet-ის ფეისბუქის გვერდს.

ჰაკათონი ფიზიკურ სივრცეში გაიმართება თუ ვირტუალურში, დამოკიდებულია იმ დროისთვის არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. შესაბამისად, ამის შესახებ გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

პრიზი

 

საპრიზო ფონდი 2100 ევროა და მას გამარჯვებული გუნდი პროექტის დასრულებისას მიიღებს.

მონაწილეები შეირჩევიან შევსებული აპლიკაციების საფუძველზე.

ჰაკათონის ფარგლებში შექმნილი პროდუქტი უნდა იყოს:

 

- ინტერაქტიული ვიზუალიზაცია;

- ინფოგრაფიკების სერია;

- თამაში;

- ქვიზი;

- მობილური ან ვებ აპლიკაცია;

- ანიმაციური ვიდეო;

- სოციალური ექსპერიმენტი;

- სხვ.

 

სააპლიკაციო ფორმა

 


Ჰაკათონი ორგანიზებულია ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისისა და ფორსეტის მიერ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და News.On.ge-ისთან პარტნიორობით.


კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდით თეონა თომაშვილს - teona@forset.

 

მომავალი შესაძლებლობები