არსენ გვენეტაძე სიყვარულით იხსენებს ყველა პაციენტს. ის წყვილებს ეხმარება, მშობლები გახდნენ, რაც დიდი სიხარულის მომტანია არსენისთვისაც. მაჰირი და ლალაც (სახელები შეცვლილია) არ აღმოჩნდნენ გამონაკლისები. "ისინი ჩვენი პირველი პაციენტები იყვნენ 2012 წელს, როდესაც ინვიტრო განაყოფიერება (IVF) დავნერგეთ," - იხსენებს 53 წის გინეკოლოგი, რომელიც საქართველოს დედაქალაქში თანამედროვე რეპროდუქციული კლინიკის ხელმძღვანელია. "ისინი 40 წლამდე ასაკისები იყვნენ და უკვე 3 გოგონა ჰყავდათ. მამამ მითხრა: "თუ პროცედურა წარმატებით ჩაივლის და ჩანასახი გოგონა იქნება, აბორტს გავიკეთებთ." მას ვაჟი უნდოდა გვარის გასაგრძელებლად." ეს არ მოხდა. წყვილს ტყუპები გაუჩნდა, აქედან ერთ-ერთი ბიჭი იყო, გვარის გამგრძელებელი. ეს შემთხვევა გვენეტაძის 27-წლიან პროფესიულ პრაქტიკაში არც პირველი იყო და ალბათ არც უკანასკნელი იქნება.
ავტორები
მონიკა ელენა
ავტორის ისტორიები
საქართველოს დაკარგული გოგონები
ერთადერთი განსხვავება აიპედია. ლილიანას მუხლებზე მოთავსებული ეს მოწყობილობაა ის, რაც გვახსენებს რომ 21-ე საუკუნეში ვართ. სხვა ყველაფერი ლილიანას 1970 წელს აგონებს შავი ზღვის მახლობლად პალმის ხეებით გაწყობილ ამ სასეირნო ბილიკზე, მათ შორის თავის პირველ შვებულებას აფხაზეთში.
საბჭოთა არდადეგები
თავისუფლებას სხვადასხვა გამოხატულება აქვს. სოსო გაგოშვილისთვის ის განასახიერებს 123 წლის მონარინჯისფრო, დაჟანგულ საბეჭდ მანქანას. ავლაბარში მანქანების შესაკეთბელ გარაჟებსა და ძველ სახლებს შორის იმალება ნგრევის პირას მისული ხის სახლი. მის სარდაფაში, მიწის ქვეშ 12 მეტრზე ინახება ახალგაზრდა კომუნისტების მიერ გამოყენებული მე19-საუკუნეში დამზადებული საბეჭდი მოწყობილობა.
სტალინის საიდუმლო ფლაერები
მიგელი იმ 595 დარეგისტრირებულ ადამიანთა შორისაა, ვისაც მოქალაქეობა არ აქვს. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მიხედვით, მსოფლიოში 10 მილიონი მოქალაქეობის არმქონე ადამიანია, მათგან ერთი მესამედი - ბავშვები. 680,000 მოქალაქეობის არმქონე ადამიანია დარეგისტრირებული ევროპის მასშტაბით, თუმცა 2015 წლის მიგრაციის შემდეგ, ეს რაოდენობა სავარაუდოდ შეიცვალა.
ID-ის გარეშე
აფხაზი ახალგაზრდები, როგორც მილენიალები, ასევე მათი შემდგომი თაობა 1992-1993 წლის კონფლიქტის ფონზე აღიზარდა - დანგრეული შენობები, უშუქობა, საკვები პროდუქტის ნაკლებობა, ემბარგო და გარე სამყაროსგან იზოლაცია. თუმცა, მათ ცვლილებებიც განიცადეს, რაც შესაძლებელია ნათელი მომავალის ნიშანი იყოს. თუმცა, სოხუმში რამდენიმე ბოჰემური კაფისა და ბურგერის რესტორნების გარდა, ახალგაზრდებისთვის სხვა გასართობი ადგილი არ არსებობს. ასევე იშვიათად ეწყობა დიდი მასშტაბის წვეულებები, თუმცა აფხაზეთში რამდენიმე როკ-ჯგუფი მოღვაწეობს.
აფხაზი ახალგაზრდები საკუთარი სამყაროს ძიებაში
მტკვარ-არაქსი საუკუნეების მანძილზე აერთიანებდა სამხრეთ კავკასიის მაცხოვრებლებს და იგი არსებობის წყაროს წარმოადგენდა საზოგადოებისთვის, რომლებიც ადამიანის მიერ შექმნილი საზღვრების სხვადასხვა მხარეს ცხოვრობდნენ. თუმცა, როდესაც სახელმწიფოების ინეტრესები თანხვედრაში არ მოდის, მოუგვარებელი რჩება მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის წყლის დაბინძურება. ასეთი უყურადღებობის შედეგად, უფრო და უფრო მძიმდება ცხოვრება მათთვის, ვისი არსებობაც ამ მდინარეებზეა დამოკიდებული. ეს ისტორია ასახავს ამ ორი მდინარის გასწვრივ მცხოვრები ადამიანების ყოფის ხილულ კავშირებს ერთმანეთთან, მათ ბრძოლასა და გამძლეობას.