საქართველოს დაკარგული გოგონები

ავტორი: მონიკა ელენა

06.12.16
გამოცემა: გენდერი
"25 წელია, რაც მოძღვარი ვარ და ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი ოჯახი მოსულა და უთქვამთ, რომ აბორტის გაკეთებას აპირებენ, სწორად იმის გამო, რომ გოგო უნდა ჰყოლოდათ. ძირითადად მამაკაცები უბიძგებენ თავიანთ მეუღლეებს, თუმცა რაოდენობით მგონია, ახლა უფრო ნაკლები ხდება ვიდრე ადრე, უბრალოდ ბევრად უფრო გასაჯაროვდა ამაზე ლაპარაკი და ეს ძალიან კარგიც არის. რას ნიშნავს შვილის მოშორება, მხოლოდ იმიტომ რომ გოგოა? მხოლოდ უფალი წყვეტს შენ ვინ უნდა დაიბადო და ესე გამოდის, რომ უფალმა შვილი გოგო გაჩუქა და შენ მისი
"ძალიან მინდოდა, რომ გოგო გვყოლოდა. არ ვიცი ეს როგორ ავხსნა, მაგრამ აი სხვანაირი შეგრძნებაა, როცა გოგოს მამა ხარ. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა პირველ რიგში. ვცდილობ რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო მასთან, ერთად ვითამაშოთ, ვისეირნოთ. ძალიან თბილია და ამ სითბოს სულ გამოხატავს." - ირაკლი მანჩხაშვილი, ერთი გოგონას მამა.

ტრადიციულ პატრიარქალურ საზოგადოებაში, წყვილზე ზეწოლაა, რათა ვაჟი გაჩნდეს. ბიჭს მოხუცებული მშობლებისა და ნათესავების მოვლა ევალება.  

"საქართველოში ბიჭებს მეტად სწყალობენ, მშობლემს ძალიან უნდათ ხოლმე მემკვიდრე ვაჟი," - ხსნის ბაქრაძე. "ტრადიციის მიხედვით, თუ ბავშვის დაბადების შემდეგ სახლში სიჩუმეა, მეზობლები კითხულობენ "გოგო დაიბადა?"  

1990-იანების რთულმა დეკადამ კიდევ უფრო მეტი სტრესი გამოიწვია ოჯახებისთვის. მათ ეშინოდათ, რომ ვაჟის არყოლა ქვეყანაში და მთლიანად, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური შოკებისადმი უფრო დაუცველს გახდიდათ.

კრისტოფ გუილმოტო საფრანგეთში არსებული განვითარების კვლევის ინსტიტუტიდან, UNFPA-ს კვლევაში წერს, რომ "სელექციური აბორტები ბიოლოგიური კამათელის საწინააღმდეგო მთავარი იარაღია," რადგან ოჯახები ცდილობენ ვაჟის დაბადების მოთხოვნას უპასუხონ ისე, რომ ოჯახი რაოდენობრივად ზედმეტად არ გაიზარდოს. 

გუილმოტომ შენიშნა, რომ მოსახლეობის მესამედს მესამე შვილი მხოლოდ იმიტომ ჰყავს, რომ მანამდე ვაჟი არ დაბადებულა. ზოგჯერ ისინი აგრძელებენ ბავშვების გაჩენას მანამ, სანამ ვაჟი არ დაიბადება. 

UNFPA-ს გამოთვლებით, საქართველოში დაახლოებით 25 000 გოგონა არ დაიბადა 1990-სა და 2010 წლებს შორის. თუ ეს ტრენდი გაგრძელდა, 2050-სთვის ეს რიცხვი 80 000-ს მიაღწევს და მძიმე დემოგრაფიულ შედეგებს გამოიღებს. 

"25 წელია, რაც მოძღვარი ვარ და ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი ოჯახი მოსულა და უთქვამთ, რომ აბორტის გაკეთებას აპირებენ, სწორად იმის გამო, რომ გოგო უნდა ჰყოლოდათ." - ამბობს დეკანოზი თბილისიდან, გიორგი უგრეხელიძე, რომელიც სამი გოგონას მამა და 2 გოგონას ბაბუაა. "ძირითადად მამაკაცები უბიძგებენ თავიანთ მეუღლეებს, თუმცა რაოდენობით მგონია, ახლა უფრო ნაკლები ხდება ვიდრე ადრე“. 

78 წლის ალექსანდრე გურჩიანმა და მისი მეუღლემ, 73 წლის სვეტლანა ხაფტანმა შორეულ სვანეთში 9 გოგონა გაზარდეს. გოგონები ახლა 30-46 წლის ასაკისები არიან. გოგონების ყოლა მათთვის პრობლემას არასდროს წარმოადგენდა. "ბიჭი, რა თქმა უნდა გვინდოდა, რადგან აქამდე. ჩვენს დროს არ იყო ექოსკოპია, რომ გვენახა წინასწარ სქესი, მაგრამ რომც ჰყოფილიყო, აბორტს არასდროს გავიკეთებდი გოგოს გამო. რა სჯობს იმას, რომ ამდენნი ვართ?!მთავარია ყველა შვილი ჯამრთელი იყოს და სქესს რა მნიშვნელობა აქვს?” - ამბობენ ოჯახში.

 

" მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა გაუნათლებლობისგან მოდის, ისევე როგორც ზოგადად ბევრი რამ ჩვენს ქვეყანაში. შვილი შვილია და მე ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ სამი გოგო მყავს." - სოფო გონგლიაშვილი, სამი გოგონას დედა.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ექოსკოპია საკმაოდ გავრცელებული და ხელმისაწვდომია. ფასი საშუალოდ 16$-ია და მისი გაკეთება 12 კვირამდე ნებადართულია.

გაერომ და ევროსაბჭომ 2011 წელს შეშფოთება გამოთქვეს რეგიონში სქესთაშორისი რაოდენობის არაბუნებრივი სხვაობისადმი და მთავრობებს შესაბამისი ზომების მიღება სთხოვეს. 2013 წელს რამდენიმე ქართველი კანონმდებელი მთავრობას  ორსულობის დროს შემოწმების შეზღუდვას სთავაზობდა, კონსერვატული ჯგუფები კი, მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერით, მოითხოვდნენ მის სრულ აკრძალვას. თუმცა აბორტები საქართველოში მხოლოდ სქესის შერჩევის მიზნით არ ხდება და აზიის მაგალითზე ჩანს, რომ მის აკრძალვას ნეგატიური შედეგი მოაქვს, რადგან აბორტები მიწისქვეშეთში გადაინაცვლებს. 

"აბორტი მხოლოდ საშუალებაა და უსაფრთხო აბორტი აუცილებლად უნდა იყოს ხელმისაწვდომი იმ ქალებისათვის, ვისაც შეიძლება დასჭირდეს. მიზანი კონტრაცეპციის ხელმისაწვდომი მეთოდებით აბორტის ჩანაცვლება უნდა იყოს." - აღნიშნავს ბაქრაძე. 

 

"გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა არაადამიანურ საქციელად მიმაჩნია და მიუღებელია. სქესის საფუძველზე აბორტის გადაწყვეტილებას სიღარიბე, უიმედობა და იმედგაცრუება ასაზრდოებს იმასთან ერთად, რომ ჩვენს საზოგადოებაში კაცები ჯერ კიდევ უპირატესად მიიჩნევიან მრავალ საქმეში. ჩვენს დღის წესრიგში ის კი არ უნდა იყოს, რომ კონსტიტუციამ აგვიხსნას, თუ რას ნიშნავს ოჯახი, არამედ ის, რომ არც ერთმა ოჯახმა აღარასდროს გაწიროს გოგოები." ლევან ცუცქირიძე, ორი გოგონას მამა.
გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია