მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური
04.20.2017
პროფესიით ეთნოგრაფი ნაზი ბორჩაშვილი ისტორიას ასწავლის ჯოყოლოს საჯარო სკოლაში, რომლის დირექტორიც არის. პანკისში მისი საქმიანობა არც თუ ისე იოლია. ბოლო წლებში, მას შემდეგ რაც არაერთი ადგილობრივი ახალგაზრდა შეუერთდა ექსტრემისტულ დაჯგუფება ”ისლამური სახელმწიფოს” რიგებს, ხეობაში ბევრს საუბრობენ არა მხოლოდ ძალადობრივ ექსტრემიზმზე, არამედ იდენტობაზე, ტრადიციებსა და ისტორიაზე.